გელით facebook–ზე

11.07.2009

შაჰიდის ვირტუალური ორეული

Twitter–ის ინტერნეტის სოციალურ ქსელში მსახიობ შაჰიდ კაპურის ორეული მსახიობს და მის პრესმდივანს მოსვენებას არ აძლევს. ეს უცნობი ადამიანი არამარტო შაჰიდის სახელს იყენებს, არამედ ელექტრონული ფოსტით აგზავნის სიახლეებს შაჰიდის შესახებ. ახლახანს ორეულმა მსახიობის ახალი ფილმის Kaminey–ის გამოსვლის შესახებ დააგზავნა შეტყობინება, ასევე ყველა ხელმომწერს დაუგზავნა მადლობა იმისთვის, რომ მხარი დაუჭირეს და მას მისცეს ხმა, როგორც აზიის ყველაზე სექსუალურ ვეგეტარიანელს. შედეგად, უამრავი ადამიანი ეკონტაქტება ამ ორეულს, რადგან ფიქრობენ, რომ ვარსკვლავთან აქვთ მიმოწერა. ეს ადამიანი იყენებს ელექტრონულ ფოსტას shahid.kapoor@gmail.com. აღსანიშნავია, რომ ასეთი ორეულები უამრავია სხვა ქსელებშიც, მათ შორის რუსულ ოდნოკლასნიკებზე, My Space–ზე, Facebook–ზე და სხვებზე და სხვებზე. ზოგჯერ ერთ მსახიობს ერთის ნაცვლად რამდენიმე ათეული ორეული ჰყავს, რომელიც მისი სახლით ქმნიან პროფაილებს და აწარმოებენ მიმოწერას. ასეთი ორეულები თავიანთ სამეგობროებსაც კი ქმნიან და მოკლედ არჩევანი ინტერნეტში უამრავია, და შეგიძლია შენი საყვარელი მსახიობი ერთი კი არა 10 გყავდეს ერთდროულად. როგორც წესი, ორეულები ზედმიწევნით კარგად მისდევენ სიახლეებს თავისი ვარსკვლავის ცხოვრებაში და ფაქტიურად რთულია იმის გარკვევა, ვინ დგას სინამდვილეში ამ ინტერნეტ–პროფაილის უკან. ასეთ შემთხვევებში ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, როცა მსახიობები და სხვა ვარსკვლავები საჯაროდ აღიარებენ, რომ აქვთ ან არ აქვთ ურთიერთობა ამ დასახელებულ სოციალურ ქსელებთან.

როდესაც შაჰიდის პრესმდივანმა მსახიობის ორეულის შესახებ შეიტყო, მას წერილი გაუგზავნა Twitter–ზე და თხოვა, რომ შეწყვიტოს მსახიობის სახელით ლაპარაკი. მან იმიტატორს მისწერა, რომ მსახიობად საკუთარი თავის გასაღება არასწორია. „თქვენ რომ თქვენი ID მომცეთ, რომელიც შაჰიდის სახელზეა გაფორმებული, ყველაფერი ამით დასრულდებოდა“.

მაგრამ ორეულმა გადაწყვიტა არ დანებებოდა გაბრაზებული პრესმდივნის მოწოდებას და პასუხად მიწერა: „არაფერს ისეთს არ ვაკეთებ, რომ შაჰიდის სახეს ვავნო. ფაქტიურად მე ვაკეთებ პრომოუშენს ვუკეთებ ყველაფერს იმას, რითაც მსახიობია დაკავებული. მე იმ საქმეს ვაკეთებ, რითაც თქვენ უნდა იყოთ დაკავებული და რაშიც თქვენ ფულს გიხდიან, თქვენ კი მე მემუქრებით. ამის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა თქვენი საქმე გაგეკეთებინათ და თქვენ თვითონ შეუწყოთ ხელი მსახიობის პოპულარიზაციას“.

მსახიობის თანაშემწეს ელდა ეცა, როდესაც ეს წერილი წაიკითხა, რადგან იმიტატორმა მისი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი იცოდა. მოვლენათა განვითარებამ შაჰიდი იმდენად შეაშფოთა, რომ მან ამ საქმის სერიოზულად შესწავლა ითხოვა.

მისმა პრესმდივანმა კი განაცხადა: „ადამიანები ყალბ შაჰიდს მიჰყვებიან, ფიქრობენ, რომ ის ნამდვილია. ხვალ რომ იმიტატორმა რამე ისეთი თქვას, რაც სიმართლეს არ შეეფერება, ეს მსახიობის რეპუტაციას ძალიან დააზარალებს. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ამისი გაგრძელების უფლება მივცეთ. სხვა ადამიანად საკუთარი თავის გასაღება დანაშაულია. ჩვენ შევჩივლეთ Twitter–ს და იმედი გვაქვს, რომ პასუხს მივიღებთ. ეს რომ არ მოხდეს, იძულებულნი ვიქნებით, ოფიციალური საჩივარი შევიტანოთ“.

შაჰიდ კაპურმა კი საჯაროდ უარყო კავშირი თვითმარქვიასთან: „მინდა განვმარტო, რომ Twitter–თან არანაირი შეხება არ მაქვს“.

Комментариев нет: