გელით facebook–ზე

07.01.2009

ლოტოსის ტაძარი (ბაჰაის ტაძარი)

ლოტოსის ტაძარი, ანუ ბაჰაისტური სამლოცველო სახლი თანამედროვე დელის და მთელი აზიის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა. ტაძრის მშენებლობა 1980 წლის 21 აპრილს დაიწყო და 1986 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. არქიტექტორი თარიბორზ საჰბა ირანული წარმოშობის კანადელია. ადრე ამ ტაძრის ადგილზე მდებარეობდა მისტიკური სოფელი ბაჰა პური (ჰინდიდან ითარგმნება, როგორც „ბაჰას საცხოვრებელი“).

ტაძრის შენობას გიგანტური ნახევრადგაშლილი ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს, რომელიც სამ რიგად დაწყობილი 27 „ფურცლისგან“ შედგება. „ფრცლების“ შიდა რიგი უშუალოდ შენობის კარკასს ქმნის და ყვავილის ჯერ კიდევ გაუშლელ კოკორს ჰგავს. ლოტოსის „ფრცლები“ თეთრი ბეტონისგანაა ჩამოსხმული და გარედან დაფარულია თეთრი მარმარილოს ფილებით.

ლოტოსის ტაძარი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა, რომელსაც არ გააჩნია არცერთი სწორი ხაზი.

შენობა უზრუნველყოფილია „ბუნებრივი ვენტილაციის“ უნიკალური სისტემით, რომელიც აგებულია უძველესი ნაგებობების ვენტილაციის პრინციპები საფუძველზე. თბილი ჰაერი ცენტრალური დარბაზიდან გაედინება თაღში არსებული ღიობიდან, ხოლო ცივი ჰაერი შემოედინება წყლიანი აუებისა და ფუნდამენტის გავლით, შედის დარბაზში და შენობის შიგნით მისაღებ ტემპერატურას ინარჩუნებს.


დიდ ფორმატში სურათების სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათებზე.



1 комментарий:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

va lamazi rame chans.
saertod araordinaluri arqiteqturis shedevrebi zalian momcons!