გელით facebook–ზე

14.01.2009

ინდური საქორწინო ტრადიციები

ინდური საქორწინო წესები თავისი ტრადიციულობით გამორჩევა – ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რიტუალები თითქმის იგივე დარჩა, როგორებიც ათასწლეულების წინ იყო. ქორწინების გადაწყვეტილება მთლიანადაა დამოკიდებული სასიძოს მშობლების გადაწყვეტილებაზე. ისინი ეძებენ შესაფერის საცოლეს თავიანთი ვაჟისთვის და მის მშობლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მომავალი საქორწინო კავშირის თაობაზე. გოგონას თითქმის არავინ არაფერს ეკითხება: ბოლოს და ბოლოს გოგონას მშობლებს შეუძლიათ უბრალოდ უბრძანონ მას გაჰყვეს ცოლად სრულიად უცნობ ახალგაზრდას და ის ვალდებულია დათანხმდეს. ეს საერთო წესებს რაც შეეხება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დასავლური ცივილური წესები არც ინდოეთისთვისაა უცხო, რაც საკუთარი თვალით ვიხილე კიდეც. 2007 წელს ინდოეთში ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზანი ინდოელი მეგობრების ქორწილზე დასწრება იყო, სადაც მთელი სულთა და გულით მიმიწვიეს. ჩემი მეგობრები ჯუჰი და ეშლი, რომელმაც ლამაზი ოჯახი შექმნეს, ქორწინებამდე 4 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ამის შესახებ მშვენივრად იცოდნენ ამ ახალგაზრდების მშობლებმა და როგორც ვიცი, განსაკუთრებული საწინააღმდეგო ამ თანაცხოვრების არც არაფერი ჰქონდათ. და როდესაც ეს ყველაფერი 6 დღიანი ქორწილით დასრულდა (3 დღე ქალაქ ალაჰაბადში, და 3 დღე მუმბაიში), ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როგორც გოგოს ნათესავები, ასევე ბიჭისაც. ყველაზე მეტად გადაქანცულებად კი თვითონ წყვილი გამოიყურებოდა ყველა მ გაუთავებელი ცერემონიების შემდეგ, რომლებიც ამ 6 დღის განმავლობაში ტარდებოდა. მოკლედ, ეს რაც კონკრეტულად ჩემს მეგობრებს შეეხებოდა, ახლა კი ისევ დაუბრუნდეთ ზოგად ტრადიციებს, რომლებიც განსაკუთრებული სიმძლავრით დაბალ კასტებში და პერიფერიებში იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდ ქალაქებში ვინმემ ამ ტრადიციებზე უარი თქვა.

ქორწილის დღეს სასიძოს აკრძალული აქვს ჭამა თვით ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე, რომელიც, როგორც წესი დღის მეორე ნახევარში იწყება. სასიძოს სახლში ნათესავი გოგონები ცეკვავენ და მღერიან. შემდეგ ტარდება მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი – ყვითელი ფერის განდიდების ცერემონია, რომელიც ინდოეთში ასოცირდება მზესთან და ასევე ერთგულების სიმბოლოსაც წარმოადგენს. თავიდან ყველა დამსწრე შუბლზე ისვამს ყვითელ ფხვნილს და შემდეგ ერთმანეთსაც აყრიან ამ ფხვნილს.

ამ ცერემონიის შემდეგ სასიძოს მამა საზეიმოდ წარმოთქვამს ამ ოჯახის გარდაცვლილი ნათესავების სახელებს, და თითქოს მათ მოუწოდებს გახდნენ მოწმეები და წინაპრებს გადასცენ, რომ მათი შთამომავალი ცოლს ირთავს. შემდეგ ცერემონიის ყველა მონაწილე საპატარძლოს სახლისკენ მიემართება, სადაც რიტუალი კვლავ მეორდება.

საქორწინო ცერემონიის მთავარი ნაწილი, როგორც წესი საპატარძლოს ოჯახში იმართება საღამოსკენ, სადაც დათქმულ დროს სასიძო თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მიდის. ამ დროისთვის უკვე მომზადებულია მცირე ზომის სამლოცველო ადგილი, რომელიც სპეციალურად საქორწინო ცერემონიისთვისაა გაკეთებული. ეს სამლოცველო დაფარულია ტენტით, ოთხივე მხარეს ძელები მორთულია პალმებით და მთლიანად შემოსილია უამრავი ყვავილით, ძირითადად ყვითელი ფერის ყვავილებით. სასიძო დადგება სიპ ქვაზე და ელოდება, ვიდრე რამდენიმე ადამიანი ხის პალანკინით საპატარძლოს გამოიყვანს სახლიდან. საპატარძლო მდიდრულად მორთულ, ძირითადად ღაჟღაჟა წითელ ფერის სარითაა შემოსილი და უამრავი სამკაული უკეთია. პალანკინის მატარებელი ადამიანები სასიძოს შვიდჯერ შემოუვლიან, შემდეგ გაჩერდებიან და ახალგაზრდებს თხოვენ, რომ ერთმანეთს თვალებში შეხედონ.

შემდეგ მთელი საქორწინო ცერემონია მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც სასულიერო პირი ლოცვებს კითხულობს და ახალგაზრდების ფიცის მოსმენის შემდეგ წყვილის ხელებს ძაფზე ასხმული ყვავილებით შეკრავს. ამ დროს სასიძო პატარძალს შუბლზე და თმის გამყოფ ხაზზე წითელ საღებავს უსვამს: ამიერიდან ისინი უკვე ცოლი და ქმარი არიან. შემდეგ ყველა მიემართება შენობაში ზეიმის გასაგრძელებლად, სადაც ცეკვები და სიმღერები იმართება. მხიარულება მთელ ღამეს გრძელდება, დილით ი სტუმრები ტოვებენ ახალგაზრდა პატარძლის ოჯახს და პატარძალი ქმრის სახლში მიჰყავთ, სადაც ახალგაზრდებს ასევე ელით საჩუქრები და დალოცვა. ამ დღეს არანაირი ცერემონიები არ ტარდება, ყველა ისვენებს. და მხოლოდ მეორე დღეს ქმრის ოჯახში იღებენ საჩუქრებით მოსულ პატარძლის ნათესავებს, რომლებსაც სუფრას უშლიან და გართობასაც უწყობენ.

ყველა ინდურ უზრუნველყოფილ ოჯახში ქორწილი ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად პენჯაბში, ნიშნობასა და ქორწილის ცერემონიას შორის 1–2 დაძაბული თვეა. ამ დღეებში საპატარძლოს ოჯახი გამალებით აგროვებს ქალიშვილის მზითევს: უამრავ სარის ნებისმიერი ცხოვრებისეულ სიტუაციისთვის, სხვა ტანისამოსს, სამკაულებს, სამზარეულოს მოწყობილობას... ქორწილამდე 2 დღის განმავლობაში საპატარძლო შინიდან არსად გადის. სახლს ალამაზებენ ყვავილების გირლიანდებით და სხვადასხვაფერი ნათურებით.

ბოლოს დგება ქორწილის დღე, რომელზეც თავს იყრის 700–800 სტუმარი. საპატარძლოს მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ისინი საკვებით და საცხოვრებლით. საპატარძლოს მაჯებსა და მკლავებზე ღაჟღაჟა წითელი ფერის სამაჯურები უკეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალიშვილი თხოვდება. ამ სამაჯურებს ის ქორწილის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში არ მოიხსნის.

როდესაც მე ჩავედი ქალაქ ალაჰაბადში, სადაც საპატარძლოს – ჩემი მეგობრის ჯუჰის მშობლები ცხოვრობდნენ, იქვე ჩამოვიდნენ მუმბაიდან სიძე – ასევე ჩემი მეგობარი ეშლი, მისი ნათესავები და მეგობრებიც. გარდა ამისა, იყო კიდევ დაახლოებით 15 სტუმარი სხვადასხვა ქვეყნებიდან, კანადიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან (ჯუჰისა და ეშლის მეგობრები), და ეს ხალხი, ყველა ერთად, დაახლოებით 70 კაცამდე საპატარძლოს მამამ განგვათავსა ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც ქორწინების ცერემონიის მიმდინარეობის მთელი სამი დღის განმავლობაში ვრჩებოდით. ის ცერემონიები, რომლებიც წესით ვაჟის სახლში ტარდება, ამჯერად ტარდებოდა სასტუმროში, რადგან სახლის მაგივრობას ეს სასტუმრო ასრულებდა.

ინდოეთის სამხრეთ რაიონებში კი ნიშნობის ცერემონია არ არსებობს. საპატარძლოსა და სასიძოს მშობლები ქორწინების დღის გამოცხადებას არ ჩქარობენ და მთელ დროს ახალგაზრდების ჰოროსკოპების შესწავლას ანდომებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვარსკვლავების მიერ განპირობებული დანიშნულებანი დაემთხვევა ერთმანეთს, საპატარძლოს მშობლები მომავალ ნათესავებს საპატარძლოს „გასასინჯად“ ეპატიჟებიან. სამხრეთელი ქალები არ ისვამენ შუბლზე და თმის გამყოფ ხაზზე წითელ საღებავებს. ასეთი ნიშნის როლს იქ ოქროს სამკაული შეადგენს. ამ სამკაულის მოხსნა კი ავის მომასწავებელია.

ახლა კი მსოფლიოში ყველაზე იაფ ქორწინებაზე მოგითხრობთ, რომელიც მხოლოდ 1 რუპია და 25 პაისი ჯდება (40 რუპია – 1 დოლარია). ქვეყნის უკიდურეს ჩრილოეთში ცხოვრობს ნანდჰარის ტომი. ქორწინება აქ ძალიან უბრალოა. მზითევი, საჩუქრები, სიმდიდრის ნებისმიერი გამოვლინება, ქონებით ტრაბახი კატეგორიულადაა აკრძალული. ცალკეული ქორწინებები აქ არ იმართება. წელიწადში რამდენჯერმე ტარდება კოლექტიური ცერემონიები, რომლებშიც 30–50 წყვილი მონაწილეობს.

სხვადასხვა წესჩვეულებები ქორწინების ცერემონიებზე შეიძლება შეგვხვდეს როგორც ერთი შტატის, ერთი ქალაქის, ასევე ერთი ტომის შიგნითაც, მაგრამ მთავარია ის, რაც საერთოა – ცეცხლი, რომელიც ღმერთის არსობის სიმბოლოა: ყველა ფიცი და ლოცვა ცეცხლთან სრულდება. სხვა რამ, რაც საერთოა – ხალხის სიმრავლე. ნებისმიერ ქორწილში, რამდენადაც ღარიბი არ უნდა იყოს, უამრავ ხალხს ეპატიჟებიან.

და კიდევ რამდენიმე სიტყვა – სამკაულებზე. საიუველირო ნაწარმი არა იმდენად ფუფუნების ნიშანია, რამდენადაც სიმბოლიკის პატივისცემა. ისეთი საზეიმო მოვლენისთვის, როგორიც ქორწილია, როგორც წესი, გარკვეული რაოდენობის სამკაულებს ამზადებენ, რომელსაც გადასცემენ როგორც პატარძალს, ასევე სიძესაც. ქვეყნის მრავალ რაიონში სამაჯურის ჩუქება დანათესავებას, დაძმობილებას ნიშნავს.

ინდური ოჯახი მრავალრიცხოვანია, ზოგიერთ ოჯახში 60–მდე ადამიანი ცხოვრობს. ტრადიცია პატარძალს დედამთილის გამგებლობაში გადასცემს, ხოლო თუ ქალიშვილი ცოლად მიჰყვება ოჯახში უმცროს ვაჟს, მასზე ვრცელდება უფროსი რძლების ძალაუფლებაც...

ჩემს მეგობარს ჯუჰის ბედმა გაუღიმა. მას თვითონ ერთი ძმა და ერთი და ჰყავს. და კალიფორნიაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ჯუჰის მამაც საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენია, რომლისთვისაც 300 კაციანი ქორწილი 3 დღის განმავლობაში და 70 კაცის ფეშენებელურ სასტუმროში დაბინავება განსაკუთრებულ ზარალს არ მიაყენებს ოჯახს. და ალბათ ჯუჰის ბედმა იმაშიც გაუღიმა, რომ მისი ეშლი დედისერთაა, არც და ჰყავს და არც ძმა, ასე რომ დედამთილ–მამამთილის მეტი უფროსი არც ეყოლება. მაგრამ, მას კიდევ უფრო გაუღიმა ბედმა, რადგან დედამთილი ახალგაზრდა სულის მხიარული და კეთილი ადამიანია, ხოლო მამამთილი ასაკოვანი, სიმპათიური და მორიდებული კაცი, რომელიც არასდროს იშურებს ღიმილს და ზედმეტ სიტყვას არსად იტყვის. და კიდევ უფრო გაუღიმა ბედმა ჯუჰის, რომ ის და თავისი ეშლი ცალკე ცხოვრობენ, კოხტა ბინაში, სადაც კარებს შეაღებ თუ არა, მაჰა–ლაკშმის უზარმაზარ ოქროს გრავიურას დაინახავ, რომელიც სიუხვის ნიშანია, და რომელიც აუცილებლად ისე უნდა დაკიდო სახლში, რომ კარის გამღებმა პირველი მას შეხედოს. ჯუჰის სხვა ადგილას ეკიდა, და როცა ქორწილის შემდეგ უკვე მუმბაიში მხოლოდ მეგობრები შევიკრიბეთ მასთან, მისმა თანაკურსელმა შეახსენა, რომ ტრადიციის მიხედვით უნდა დაეკიდა კედელზე მაჰა–ლაკშმის გრავიურა.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ რასაც ვწერ, საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი (6–7 საათიანი ცერემონიები მშიერ კუჭზე ცოტა დამღლელია) და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მექნება ბედნიერება, ტრადიციების და ფერების ორომტრიალში კიდევ ამოვყო თავი.

14 комментариев:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

vaime ra siamovnebit cavikitxe ver getyvi, ise mainc mgonia rom detalebi da dacvrilmaneba dagezara tore ufro metic xdeba indoetshi qorcilshi magram mainc zalian kargi iyo. tumca erti detali ai is archevanis tavisuflebis ar qona zalian mabrazebs , danarcheni ki zalian lamazia albat

rumirumi71 комментирует...

ჩორვენი სულ მაკვირვებს, რა ჭკვიანი გოგონა ხარ :) ნუ ჯერ ერთი მთელი ეს დეტალები ჩემი მოგონილი არ არის, ანუ მარტო ჩემი შთაბეჭდილებები არ არის. რა თქმა უნდა ბევრად და ბევრად უფრო მეტი შთაბეჭდილებები და პირადი გამოცდილება ცერემონიაზე დასწრებისა მქონდა და ყველაფერი ვერ დავწერე, ზუსტად იმ მიზეზის გამო რომ დამეზარა :) ჯერჯერობით დამეზარა, მერე კიდევ დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სხვა თემებს როცა მოვაყოლებ. მიხარია, რომ ასეთი ერთგული მკითხველი ხარ. ისიც ვიცი, რომ შენ ინდოეთს სხვანაირად უყურებ ვიდრე მე, მაგრამ ინტერესი და ჟინი მაინც გვარეთიანებს და ესეც მიხარია :) მოკლედ კაი გოგო ხარ :)

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

darcmunebuli var me da shen indoets didi xani (tu saertod moxdaegeti) ertnairad ver shevxedavt chemtvis eg egzotika eqstremi da zalian ucxo da jer miucvdomeli ramea, tumca namdvilad didi interesi maqvs, tundac imitom rom iq tradiciebi dgemde aris da ar aqvs mnishvneloba rom me iq wina an imis wina ki ara XXi saukuneshi movxvdebi da cheshmarit indoets mainc vnaxav.

ishviatia tematuri blogi aseti sasiamovno casakitxi iyos, sheni blogi labta imitomaa saintereso rom shen mag kulturastan da zogadad tema indoettan axlos xar da kargad ici.

rumirumi71 комментирует...

ჩორვენი მადლობა საყვარელო, მართლა ძალიან მსიამოვნებს შენი კომენტარის წაკითხვა. თემატურ ბლოგებს რაც შეეხება, ჰმმმ, არ მგონია ბოლო დროს ნაკლებობა იყოს :):):):)
ხო აღარ დავწვრილმანდები ამჯერად, მიხარია რომ ჩემთან ხარ, ჯერჯერობით ერთადერთი ბლოგერი ხარ ჩემთან, ვინც კომენტებს ტოვებს, დააააა, მგონი რაღაცის თქმა მინდა და ვერ ვამბობ, თუ არ ვამბობ. მოკლედ ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდება :):):)
გაიხარე!!!!!

Katiée.Ge комментирует...

გულწრფელად მშურს შენი რომ ამ ყველაფრის ნახვის და შეგრძნების საშუალება მოგეცა.
მადლობა რომ გაგვიზიარე :)))

rumirumi71 комментирует...

გაიხარე ეკატერინე, მაგრამ ერთხელ ნახვა არაა საკმარისი, რაც ვნახე ზღვაში წვეთია, კიდევ მიმიწევს გული და იმედია ადრე თუ გვიან კიდევ წავალ :)

natalia комментирует...

MEHINDI ze ratom araferi gvitxari? :) me rogorc vici mehindi aris aucilebeli atributi induri qorcilis. da es nishnavs xelebis da fexebis moxatva cvril-cvrili ornamentebit da yvavilebit.

rumirumi71 комментирует...

ნატალია, პირველ რიგში მადლობა რომ შემოიხედე ჩემს ბლოგზე და ამდენი კომენტარები დატოვე. მოხატვს ტრადიციას რაც შეეხება, ეს ისეთი თემაა, შეიძლება ცალკე სტატია დაეთმოს, თან ერთ სტატიაში ყველაფერს ვერ ჩატევ :)

kakazi комментирует...

Saocaria! agfrtovanebuli var... Filmebidan vicodi ragac-ragaceebi, magram exla ukve shedarebit meti gavige... saocari saitia!

maki комментирует...

siamovnebit davescrebidi indur korcils dalian mainteresebs

Анонимный комментирует...

didi madoba batono soso aetisaintereso statiebistvis, da martla mshurs tkveni tetri shurit,chemi ocnebaa indoeti tumca darwmunebli var ocnebad darcheba, esaa mware realoba, tqventan erti satxovari maqvs... didi bodishis moxdit, tu sheidzleba damakvalianot rogor sheviswavlo hindi? erti ocneba mainc amisruldeba da es tqveni damsaxureba iqneba. pativiscemit anushka.






rumirumi71 комментирует...

ანუშკა, ჰინდის რაც შეეხება, კონკრეტულად ვერაფრით დაგეხმარებით, ადრე იყო კურსები, ადგილობრივი ორგანიზაციის და ინდოეთის საელჩოს მიერ ერთობლივად ორგანიზებული, მაგრამ ბოლო დროს არაფერი მსმენია. რომ მოქმედებდეს, მეცოდინებოდა ალბათ... სამწუხაროდ სხვას ვერაფერს გეტყვით, ალბათ თსუ–ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტთან ვინც არის დაკავშირებული, მათ ეცოდინებათ კიდევ თუ არის სადმე ჰინდის შესწავლის საშუალება...

Анонимный комментирует...

didi madloba kuradgebistvis.anushka.

Анонимный комментирует...

ნეტავ როდისმე მოვხვდები ამ გასაოცარ ქვეყანაში?