შაჰრუქ ხანი და კაჯოლი ჟურნალ Vogue–ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე

შაჰრუქ ხანი და კაჯოლი ფილმის My Name Is Khan გადაღებებზე




ინდური კინოს მოყვარულთ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა მივაწოდო: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 11 ოქტომბერს, კვირას, 3 საათზე, სანზონაში მდებარე კინოთეატრი "საქართველო" გვთავაზობს პრემიერას ახლი ინდური ფილმისა "ნიუ იორკი", ისეთი ვარსკვლავების მონაწილეობით როგორებიცაა ჯონ აბრაჰამი, კატრინა კეიფი, ნილ-ნიტინ მუკეში.
ესეც ფილმის ტრეილერი:
ისე კი, ტყუილად სულაც არ წავსულვარ :) უამრავი სურათი გადავიღე. სადგური, სადაც მე მივედი, სულაც არ იყო ცენტრთან ახლოს. ამასთან მატარებელში (უფრო ზუსტი იქნებოდა მატარებელზე) 3–4 ადამიანი თუ ჩაეტევა.
ამასთან მატარებლის ორივე მხრიდან...
მაგრამ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მომიყვა, ეს იმიტომ ხდება, რომ სადგური, რომელიც ამ მონაკვეთზე მდებარეობს ცენტრიდან, ეს ის ადგილია, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს. მატარებელში ვერ ჩავჯექი, სხვა დროს მისვლა კი უკვე დამეზარა. კიდევ ცოტა ხანი ვიბოდიალე ახლომახლო და შემდეგ შევედი ეზოში, რომელშიც აღმოვაჩინე ბერლინის მსგავსი სურათი :)))
მეჩეთებს აქ მგონი ძირითადად თეთრ–მწვანე ფერებში ღებავენ და სხვათაშორის, მეჩეთები უამრავი შენობებიდან მგონი ერთადერთი გამონაკლისია, რომლებიც სუფთად, ახლებურად და მოვლილად გამოიყურებიან.
ყურადღება მიაქციეთ მეჩეთის წინა პლანზე მდგარ შენობას – ეს არის ზუსტად კონტრასტების ქვეყანა. ამასთან, შენობების უმეტესობა, თუნდაც რომელიმე ბიზნესცენტრში ისე გამოიყურება, თითქოს ტალახს ასხამენ და არასდროს არ რეცხავენ, ეს ალბათ წვიმების სეზონების ბრალია. გარდა ამისა, მუსონების დროს ტენიანობა ისეთი მაღალია, რომ ობი და ხავსი ჰყვავის და ბატონობს.

ჩემი აზრით ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება ხარ–კამეჩით, მაპატიეთ ხარი რა შუაშია, სულაც არ ვარ ერეტიკოსი, ანუ კამეჩშებმული ურმებით და ურიკებიანი ადამიანების შესვლა, თუ ადამიანებიანი ურიკების...
აქვე პარკში აღმოვაჩინე, თურმე სად გაცურა განეშამ :)
და უამრავი წყვილები, რომლებიც პარკის მიყრუებულ ადგილებში სკამებზე სხედან. ეს სკამები აქ ყველგან ქვისაა. (როგორც ეტყობა, ესეც მუსონების და ტენიანობის ბრალია, ისევე როგორც მარმარილოს იატაკები ბინებში, მრავალსართულიან კორპუსებშიც კი – სოსო).
ინდოელები ცნობილნი არიან იმით, რომ შეუძლიათ დაიძინონ სადაც მოეხალისებათ და როგორც მოეხალისებათ.
და ძაღლების სიმცირე არც პარკში იგრძნობა.
რა თქმა უნდა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც მოსწონს, რომ სურათებს უღებენ :)
პარკში დასეირნობენ მოზარდები, რომლებიც ხილსა და ცივ წყალს ყიდიან.
ჯერ კიდევ პარკის შესასვლელში, როგორც თეთრკანიან ტურისტს ადგილობრივი ბიძა ამეწება, რომელიც მტკიცედ მარწმუნებდა, რომ პარკში სულ სამი ღირშესანიშნაობაა: lion safary, tigre safary და Kanhervi Caves. გამოქვაბულებზე სხვა დროს მოგიყვებით. ძალიან გამიჭირდა, რომ მის დარწმუნებებს არ დავთანხმებოდი და ვუთხარი, რომ ჯერ ვამჯობინებ, რომ პარკში გავისეირნო თქო, და მერე დავბრუნდები მასთან, თუ რამე გამიჭირდება თქო. ასე დავსეირნობდი პარკში უმიზნოდ და რაღაც სახლს მივუახლოვდი, იქიდან ინდოელი გამოვიდა და მეკითხება, რამეს ხომ არ ვეძებდი. მეც ვკითხე სად იყო აქ საფარი? ის მომიყვა, რომ პირდაპირ იარე და მერე მარჯვნივ გაუხვიე, და იქ იქნება სადარი, და ისიც ახლა გაიხნსება სადღაც 20 წუთშიო. მადლობა გადავუხადე და გზა გავაგრძელე. 30 წამის შემდეგ ჩემს უკან ისევ ამ კაცის ხმა გავიგონე. მოვიხედე და ეს კაცი თბილი ღიმილით სახეზე მეუბნება 20 რუპია მომეციო. სიმართლე რომ ვთქვა, 20 რუპია (0,5 დოლარი – სოსო) სულაც არ მენანება, მაგრამ არანაირად არ ველოდი, რომ ასე არაფრის გამო ფულს მომთხოვდნენ და ვეკითხები – რატომ? ის კი მეუბნება, რომ ისე – უბრალოდ :) არა თქო ვეუბნები, ისე უბრალოდ არ მოგცემ თქო. და გზას ვაგრძელებ. ის კაცი კი დამეწია და თითქოს არც არაფერი მომხდარა, საუბარს აგრძელებს, ტრადიციული კითხვა – საიდან ვარ, აქ რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. თითქოს არც კი განაწყენებულა, რომ ფული არ მიმიცია :))) უცნაური ხალხია ინდოელები.
ფოტოაპარატის გასაყოფი სარკმლები, გისოსები ფანჯრებზე – ყველაფერი ისე იყო, როგორც წესია. მოკლედ გავემგზავრეთ საფარიში. მაგრამ ეს საფარი კი არა, პროვოკაცია იყო.... ამას თურმე ჰქვია ზოოპარკის მატარებელი.. ვეფხვები გალიებში იყვნენ, მათი ჩვენება არც კი ღირს. ხოლო ლომები, უფრო სწორად ლომი... მოკლედ ქვემოთ პორნოგრაფიაა, მე გაგაფრთხილეთ და...
სულ ეს იყო საფარი. გამოქვაბულებზე სხვა დროს მოგიყვებით :)
ინდოეთის ერთერთი სოფლის მაცხოვრებლებმა მსახიობი ჯულია რობერტსი იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი რელიგიური ფესტივალის ნავარატრის ჩაშლას ცდილობს. ყველაფრის მიზეზი კი გახდა მორიგი ფილმის გადაღებები ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომლებიც ერთერთ ადგილობრივ ტაძარში მიმდინარეობს. ამჟამად მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ფილმში „ჭამა, ლოცვა, სიყვარული“ ამერიკელი მწერლის ელიზაბეტ ჯილბერტის რომანის მიხედვით. სიუჟეტის თანახმად, მისი გმირი გაყრას მძიმედ განიცდის და ცდილობს საკუთარი თავი იპოვოს ინდუისტური ფილოსოფიის წყალობით.
ჯულიას უმცროსმა ვაჟმა, ჰენრი დენიელ მოდერმა, რომელიც მსახიობისა და კინოოპერატორ დენიელ მოდერის ოჯახში 2007 ივლისში დაიბადა, ასევე მიიღო ინდური ღმერთის სახელი. ამიერიდან მას კრიშნა ბალპრამი ჰქვია – ასე უწოდებენ კრიშნას ჩვილი ბავშვის ასაკში.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ინდური გამოფენის გახსნა 1 კვირით გადაიდო
* სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის
* ინდური გამოფენა თბილისში
* ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ
საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში მალე ახალი ფურცელი გადაიშლება. ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დიდი ხანია დამყარებულია, მაგრამ უშუალოდ დედაქალაქებში ელჩები აქამდე საქართველოს და ინდოეთს არასდროს ჰყოლიათ. მათ მოვალეობების, როგორც წესი, ასრულებდნენ სხვა ქვეყნებში დანიშნული დიპლომატები.