ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრის შესახებ
2009 წლის 4 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რინა პანდეი (რეზიდენციით ქ. ერევანში), რომელმაც დაასრულა საქართველოში თავისი მოღვაწეობა ამ რანგში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინდოეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის პერსპექტივასა და მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინდოეთში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობაზე.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ რინა პანდეის ნაყოფიერი მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა მას შემდგომ დიპლომატიურ საქმიანობაში.
2009 წლის 4 ივნისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
სურათზე: ინდოეთის ელჩი თბილისში ინდური გამოფენის გახსნაზე. აპრილი 2009 წ.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან
* ინდური გამოფენა თბილისში
* ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ
Комментариев нет:
Отправить комментарий