გელით facebook–ზე

27.10.2011

ინდოეთში „ჯურღმულელი მილიონერის“ სიუჟეტი რეალობად იქცა



ინდოეთის ერთერთ ყველაზე ღარიბ შტატში – ბიჰარში მცხოვრები პროგრამისტი და მასწავლებელი სუშილ კუმარი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ ერთი მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვებულის ძმამ სუდჰირ კუმარმა მისი გამარჯვება იმით ახსნა, რომ სუშილი მუდმივად უსმენს „ბი–ბი–სი“–ს გადაცემებს ჰინდის ენაზე. კუმარის ბედი ძალიან ჰგავს ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სიუჟეტს. ამ ფილმში ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა ანალოგიურ შოუში უზარმაზარი თანხა მოიგო.


„ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი შედეგი შეიძლება დამდგარიყო“ – თქვა გამარჯვებულმა. 27 წლის სუშილ კუმარი 5 თვის წინ დაქორწინდა და სკოლაში მუშაობს, სადაც თვეში 150 დოლარი აქვს ხელფასი. მისი თქმით, მოგებული ფულით ვალებს გაისტუმრებს და ოჯახისთვის ახალ სახლს იყიდის.

პროგრამა „კაუნ ბანეგა კრორეპატი“ ტელეშოუ „ვის უნდა მილიონი“–ს ინდური ანალოგია და ქვეყანაში ერთერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემაა, ხოლო წელს გადაცემაში გათამაშებული თანხების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შოუ ცნობილ მსახიობს, ბოლივუდის ცოცხალ ლეგენდას ამიტაბჰ ბაჩანს მიჰყავს.



2009 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე ფილმი „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სრული ტრიუმფატორი გახდა. სურათმა რვა ოსკარი მიიღო – მათ შორის „წლის საუკეთესო ფილმის“ და „წლის საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციებში.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
ვნებანი მილიონერის გარშემო გრძელდება
მუმბაის ხელისუფლებამ „ჯურღმულელი მილიონერის“ 20–მდე პატარა გმირი ქუჩაში გაყარა
ფრეიდა პინტო მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში
«მილიონერის“ მიერ გამოწვეული მღელვარებანი არ ცხრება
რუბინას მამას ქალიშვილის გაყიდვა სურდა 200 ათას გირვანქად
*„ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ
მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
„მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
მოგზაურობა დარჯილინგში

Комментариев нет: