გელით facebook–ზე

06.11.2012

ცნობილი დინასტიის წარმომადგენელმა რაჰულ განდიმ თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა


სონია განდის უფროსი შვილი რაჰულ განდი ბოლო წლების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ათეულობით ათასი მომხრის წინაშე ნიუ–დელიში გამართულ მიტინგზე. მის ამ საჯარო გამოჩენას ექსპერტები მის შესაძლო სურვილს უკავშირებენ, რომ 2014 წლის არჩევნებამდე ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტი დაიკავოს.

42 წლის რაჰულ განდი ამჟამად ინდოეთის მმართველი პარტიის „ინდოეთის ნაციონალური კონგრესის“ გენერალური მდივანია. ცნობილი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელმა მიტინგზე პირობა დადო, რომ მომწიფებულ ეკონომიკურ რეფორფმებს გაატარებს, რათა მილიონობით ინდოელის სიღატაკეში ცხოვრებას ბოლო მოეღოს.

მოქმედ პრემიერ–მინისტრს მანმოჰან სინგს, რომელსაც ახლახანს 80 წელი შეუსრულდა, ოპოზიცია გამუდმებით ადანაშაულებს კორუფციასა და ეკონომიკის დაცემაში. ოქტომბრის ბოლოს მანმოჰან სინგჰმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა და განაცხადა, რომ განახლებულ მთავრობაში პოსტი შესთავაზა რაჰულ განდის, მაგრამ მან უარი განაცხადა.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
ქალი, რომელიც ინდოეთის სიმბოლო გახდა

2 комментария:

fiqriasidamonize комментирует...

მინდა მადლობა მოგახსენოთ, ასეთი არაჩვეულებრივი ბლოგის შექმნისთვის და გითხრათ, რომ ქართულ ვიკიპედიაში ხშირად ვთარგმნი სტატიებს რუსულენოვანი გვერდიდან. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ან არ არსებობდა ქართულ ინტერნეტსივრცეში მასალები, რომლის მითითებაც აუცილებელია სტატიის წერის დროს განყოფილებაში "რესურსები ინტერნეტში" ან არსებობდა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო და ღარიბი. თვენმა არაჩვეულებრივმა ბლოგმა ეს სიცარიელე ამოავსო და ძალიან მიხარია... უკვე რამდენჯერმე მივუთითე თქვენი ბლოგის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში. იმედია, თქვენ არ გამინაწყენდებით და მომავალშიც მომცემთ ამის საშუალებას. გიგზავნით, რამდენიმე ლინკს, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ, ინფორმაცია, თქვენი ბლოგის არესებობის შესახებ ინტერნეტში.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%AF-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98#.E1.83.A0.E1.83.94.E1.83.A1.E1.83.A3.E1.83.A0.E1.83.A1.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98_.E1.83.98.E1.83.9C.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.A0.E1.83.9C.E1.83.94.E1.83.A2.E1.83.A8.E1.83.98

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
და სხვა.

rumirumi71 комментирует...

ფიქრია, მადლობა თბილი სიტყვებისთვის. საქმე იმაშია, რომ ხშირად მეც მიწევს თარგმნა და სტატიები მთლად ორიგინალური ვერ იქნება, ასე რომ ჩემს ბლოგს როგორც 100%–იანი წყაროს, რეკომენდაციას ვე გავუწევ. სადაც შესაძლებელია, წყაროებს ვუთითებ...