გელით facebook–ზე

01.04.2009

ბაჩანების ოჯახი თბილისში

დღეს დილით სასიხარულო წერილი მივიღე ინდოეთის საელჩოდან, რომელიც ერევანშია განთავსებული, იმის თაობაზე, რომ თბილისში მაისის პირველ კვირას ინდოეთის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ბევრ საინტერესო ღონისძიებას უნდა ველოდეთ. ინდოეთიდან ჩამოდის მოცეკვავეების, მომღერლების და მსახიობების ჯგუფი და ყველაზე მთავარი, ამ ჯგუფს სათავეში ეყოლება ბაჩანების ცნობილი ოჯახი: ოჯახის უფროსი ამიტაბჰ ბაჩანი, მისი ვაჟი აბჰიშეკ ბაჩანი და აბჰიშეკის მეუღლე, შეუდარებელი აიშვარია რაი.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაჩანების ოჯახის სამივე წევრი და შეასრულებენ პერფომანსებს სიმღერებზე მათი მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ფილმებიდან. მათთან ერთად ჩამოვა 30 კაციანი მოცეკვავეთა ჯგუფი, რომლებიც ამავე კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ფოიე კი სამი დღით ინდური ზღაპრული სამყაროს ნაწილად იქცევა, სადაც გარემო ინდურ სტილში მოეწყობა, და შესაბამისი ინდური მუსიკა იქნება ფონად მთელი დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, შარდენის ქუჩის რესტორნებში სპეციალურად დაქირავებულ ინდოელ მზარეულებს შეიყვანენ, რომლებიც კლიენტებს ინდური სამზარეულოს კერძებს შესთავაზებენ.

კვირეული კი საბოლოოდ 9 მაისს დასრულდება თავისუფლების მოედანზე გრანდიოზული უფასო კონცერტით და თბილისის ცენტრი რამდენიმე საათით უზარმაზარ ინდურ საცეკვაო მოედნად გადაიქცევა.

1 აპრილი, 2009 წ. (Мечтать не вредно)

7 комментариев:

ჩორვენი¹³ комментирует...

woooooooooooooooooooooooooooow

es es au rraa magariaaaaaaaa!!!
me jer vemzadebi gamofenaze casasvlelad da vax uh!!!
magariaa

Katten försvann комментирует...

აიშვარია რაი- გავსკდი შურით!
ძაააალიან მომწონს ეგ გოგო , უძააალიანესად.

Katten försvann комментирует...

ააააუ , რა საშინელებააა.
საპირველაპრილო ტყუილია ხოოო?
რატომ კი მაგრამ?

სოსო комментирует...

Katten försvann ჩუმად, ჯერ კიდევ პირველი აპრილია :):):):)
ისე კავკასიაზე რომ ინდურ კინოებს კომენტარებს უკეთებს დათო, ეგ მაყურებლებს უკვე 3 წელია პირდება, მომავალ წელს ამიტაბჰ ბაჩანი ჩამოვა საქართველოშიო და მეც გამახსენდა და გადავწყვიტე, რომ 1 აპრილი მკითხველებისთვის ასე მიმელოცა :):):)
არ გაბრაზდე, არ შეიძლება გაბრაზება :):):) და მიხარია თუ 2 წამით მაინც დაიჯერე :):):)

ჩორვენი¹³ комментирует...

hmm ra dasananiaa

kidev kai gamofena cota dre daicyp tore iq casvlasac gadavifiqrebdi gtyuilia metqi :d

Sweet Baby Girl комментирует...

აიშვარია ძაან მომწონს... <3

Анонимный комментирует...

Часто делаю массаж медом, Вот решила испробовать шоколадное обертывание, поделитесь кто делал дома,какой шоколад нужен или же можно просто какао густо сварить? и т.д. Спасибо!

[url=http://www.2nt.ru/go/ruserotik.php]Молодежное видео[/url]
[url=http://2nt.ru/go/serial.php]Вообще любой сериал и особенно новинки я качаю тут [/url]
[url=http://2nt.ru/go/teets.php]Молодежное видео тут[/url]