გელით facebook–ზე

15.04.2009

Mehandi designes – ხელების მოხატვის ტრადიცია

როგორც ყველა ნორმალურ ქალს, ინდოელ ქალებსაც ძალიან უყვართ, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მოგითხრობთ არა სამკაულებზე, სამაჯურებზე, შარფებზე და საყურეებზე, არამედ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილების ორნამენტებითა და ნახატებით მორთვაზე. ეს სულაც არ არის ტატუირება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ორნამენტია, რომლის დადებაც სხეულზე ჩვეულებრივი ინის საშუალებით ხდება. ამ ნახატებს ძირითადად კიდურებზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქორწილის ცერემონიების დროს. ინდური ფილმების ნახვისას არ გამოგეპარებათ სიუჟეტი, როცა საპატარძლო გოგონებისა და ქალების გარემოცვაში ზის, მათთვის ხელები აქვს გაწვდილი. ქალების ერთი ჯგუფი თავს დასტრიალებს საპატარძლოს და მისი სხეულის მორთვითაა დაკავებული, მეორე ნაწილი კი ამ თავყრილობის გართობას ცდილობს სიმღერებითა და ცეკვით. ეს ფილმებში...

მე კი როდესაც ქალაქ ალაჰაბადში ჩავედი, ჩემი მეგობარი ჯუჰი, რომელსაც ფაქტიურად მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი, სწორედ ამ ვითარებაში ვნახე რეალურ ცხოვრებაში პირველად. ქალების გარემოცვაში იატაკზე დადებულ ფარდაგზე მოკალათებულიყო, ხელები მოსამსახურე გოგონებისთვის (12–14 წლის გოგონები) ჰქონდა გაწვდილი, რომლებსაც ელვის სისწრაფით და პროფესიონალურად გამოჰყავდათ უმშვენიერესი ორნამენტები მის ხელებზე. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი გოგონები თავისი საქმის კარგი სპეციალისტები არიან, პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება და თან ამ დროს მამაკაცების დასწრება მისაღები არ არის, ამიტომ მისალმების შემდეგ სასწრაფოდ დავემშვიდობეთ და უკვე საქორწინო ცერემონიის დარბაზში სხვა სტუმრებთან ერთად ველოდით, როდის მორჩებოდა პატარძალი მორთვას, რომ ჩვენი თვალები გაეხარებინა.

რაც უფრო მდიდრული, ნატიფი და მეტყველია შესრულებული ნახატი, ამით უფრო ლამაზად ითვლება ქორწილის დედოფალი და მასთან ცხოვრებაც უფრო მდიდრული იქნება არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით.

ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ასეთი ნახატებს ქორწილის ცერემონიისთვის არა მარტო საპატარძლოს უკეთებენ, არამედ ახლობელ ქალებსაც და გოგონებსაც და ასევე სტუმრებსაც, რომლებიც საპატარძლოს სახლში ცერემონიაზე ჩადიან, რომ შემდეგ პატარძალი სასიძოს სახლში გადაიყვანონ. ასევე საკუთარი თვალით გავხდი იმის მოწმე, როგორ იხატავდნენ როგორც პატარძლის ოჯახის წევრი და ნათესავი ქალები ხელებს, ასევე სტუმრები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ სასტუმროში დაბინავებულნი, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ქალები.

საქართველოში ინა იყიდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ სულ ახლახანს რომ ინდური გამოფენა იყო „ექსპო–ჯორჯიაში“, რამდენიმე ადგილას იყიდებოდა უკვე კონუსებში გამზადებული ინა და ჩემმა რამდენიმე ახლობელმა გოგონამ შეიძინა კიდეც და მეორე დღეს მოხატული ხელებიც ვიხილე :)

ესეც მოკლედ ინდური „მეჰანდის“ ტრადიციის შესახებ, რაც ბლოგის ერთგული მკითხველის და ინდოეთზე შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანის – ნატალიას საპატივსაცემოდ დავწერე :)

ეს ბოლო სურათები ჩემი გადაღებულია ქალაქ ალაჰაბადში:



სხვა სტატია ამავე თემაზე:
*
ინდური საქორწინო ტრადიციები

6 комментариев:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

auu sul mindoa ase mec , da tuSIT vixatavdi xolme .
ulamazesia zalian momwons!

humanobserver комментирует...

They are very much popular among Indian women.

rumirumi71 комментирует...

humanobserver, yes you are right and I know that, that post is about this mehandi desighnes and last 3 pics are made of me opn wedding ceremony in Allahabad :) that was so nice :)

natalia комментирует...

უზარმაზარი მადლობა სოსოს :)

Unknown комментирует...

neta saqartveloshi aketeben?

Unknown комментирует...

კი აკეთებენ მე როგორც ვიცი ნაყოფი ვარ
სპორტის სასახლეში ახატებენ 15 ლარად იქ ინდური მაღაზიაა და იქ ახატებენ