გელით facebook–ზე

12.04.2009

შაჰრუკჰ კჰანი ცოტა ხნით აბჰი გახდა... მხოლოდ თავისი ცოლისთვის

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ როდესაც გაურის (შაჰრუკჰ კჰანის მეუღლე) თავისი მშობლებისთვის შაჰრუკჰის წარდგენა უნდოდა, მან არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა მის მშობლებს, როცა გაიგებდნენ, რომ მისი საქმრო მუსულმანია, გაურის ოჯახი კი ამ დროს ინდუიზმის მიმდევრები არიან. როგორც უმეტეს შემთხვევებშიც, უკვე ადამიანების სახელებიდანვე შეიძლება იმის ვარაუდი, თუ რომელ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან ისინი. ამიტომ გაურიმ უბრალოდ თავის საქმროს „დროებით“ სახელი შეუცვალა და მშობლებს წარუდგინა, როგორც აბჰინავი! წარსულის გახსენებისას ამ საქციელს გაური ხშირად იხსენებს, როგორც „სისულელეს“. თვითონ შაჰრუკჰს რაც შეეხება, ამჟამად ის მონაწილეობს ფილმის გადაღებაში My Name is Khan, გაური კი ამ ყველაფერს ერთად როგორც პატარა ანეკდოტს, ისე უყურებს.

Комментариев нет: