აშუტოში ჰარმან ბავეჯას სახეს შეცვლის
ბოლივუდის ახალგამომცხვარი ვარსკვლავი ჰარმან ბავეჯა, რომლის პირველი ორი ფილმიც Love Story 2050 და Victoria მაყურებლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს თვითონ მსახიობისა და მისი თამაშის ჰრიტიკ როშანთან დიდი მსგავსების გამო, იმედგაცრუელბული სულაც არ არის. მის ახალ სცენურ სახეზე თვით აშუტოშ გოვარიქერი იზრუნებს, ამერიკული კინოაკადემიის წევრი და ცნობილი რეჟისორი. ამჟამად გოვარიქერი ქართული ყურისთვის ოდნავ უცნაური დასახელების ფილმზე „რა ხარ ზოდიაქოთი?“ მუშაობს, რომელშიც ქალის მთავარ როლს პრიანკა ჩოპრა ასრულებს. მამაკაცის მთავარ როლზე კი ხანგრძლივი შერჩევებისა და ქასტინგების მერე მაინც გადაწყვიტა, რომ ჰარმანი დაემტკიცებინა, მისი სადებიუტო ფილმების კომერციული წარუმატებლობის მიუხედავად. რეჟისორს რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი – ჰარმანის სახით „ჰრიტიკ როშანის დუბლიორის“ სტერეოტიპის დამსხვრევა. ყოველი სცენის შემდეგ რეჟისორი ამოწმებს, არის თუ არა რაიმე მსგავსება ამ სცენაში ჰარმანსა და როშანს ჰრიტიკს შორის. თუ ასეთი რამ დაფიქსირდება, სცენებს თავიდან იღებენ და მათში ცვლილებები შეაქვთ. ფილმში რთული საცეკვაო ნომრები არ იქნება, ქორეოგრაფია მაქსიმალურად გამარტივდება. ჰარმანის სახე, ტანსაცმელი და თმის ვარცხნილობა იმგვარად ირჩევა, რომ მასსა და ჰრიტიკ როშანს შორის არანაირი მსგავსება არ იყოს.

შიშველი ნილ ნიტინ მუკეში „ციხეში“
როგორც ცნობილია, საჯარო სიშიშვლესთან ინდოეთში მაინც მწყრალად არიან, ამიტომ ბოლივუდურ ფილმებში ან რაიმე სხვა სახით ცნობილი ადამიანების გაშიშვლება სენსაციის ტოლფასია. მსახიობმა ნილ ნიტინ მუკეშმა კი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შარვალი ჩაიხადა რეჟისორ მადჰურ ბჰანდარკარის ფილმის „ციხე“ გადასაღებ მოედანზე. ფილმში ნილი პატიმარს თამაშობს, და ზემოთ ნახსენები სცენა ხდება სცენარის მიხედვით მაშინ, როცა ციხის მცველები პატიმარს აწამებენ. მადჰურს სურს, რომ ფილმი იმდენად რეალური გახადოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იგი ცნობილია იმით, რომ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს. ნილმა და მადჰურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიარეს ციხეები, შეხვდნენ რამდენიმე პატიმარსაც, რომ მათი ციხეში ყოფნის გამოცდილებას გაცნობოდნენ.
სპეციფიური სცენის გადაღებისას, როგორც რეჟისორი მადჰური ამტკიცებს, გადასაღებ მოედანზე მხოლოდ თვითონ რეჟისორი და ოპერატორი იქნებიან ნილთან ერთად, რომ ნილმა როლი კომფორტულად შეასრულოს. თავიდან ნილს ეჭვი ეპარებოდა, რომ სრული გაშიშვლება აუცილებელი იყო, მაგრამ როცა ის რეჟისორმა ამაში დაარწმუნა, რომ ეს ეპიზოდი აუცილებელია ფილმისთვის და რომ დამონტაჟებული იქნება შესაბამისი ესთეტიურობით, მსახიობმაც როლი უფრო თავისუფლად შეასრულა. ფილმის პრემიერა მომავალ თვეს შედგება.
ბოლო დროს მამაკაცის გაშიშვლებული ნატურა ინდურ კინოში მთლად იშვიათობად აღარ ითვლება. შიშველი შაჰრუკჰ კჰანი სულ ორიოდე წამით გამოჩნდა ფილმში „ქალბატონი მაია“, ჯონ აბრაჰამი კი თამაშით იწევს ქვემოთ თავის „პლავკებს“ ფილმში „დოსტანა“, ხოლო მის ბოლო ფილმში „ნიუ იორკი, ნიუ იორკი“ ასევე არის სცენა, სადაც ჯონი შიშველი ზის ასევე ციხის საკანში. გარდა ამისა ფილმში „საავარია“ თითქმის მთელი მუსიკალური სცენის განმავლობაში შიშველი რანბირ კაპური მთელს სასახლეში დახტის წელზე შემოხვეული პირსახოცით, რომელიც „შემთხვევით“ რამდენიმე მომენტში ზედმეტად უვარდება ხელიდან :)

სხვა სტატიები ანალოგიურ თემაზე:
Комментариев нет:
Отправить комментарий