ოშო რაჯანიში
წიგნიდან „ინდოეთი – ჩემი სიყვარული“
II ნაწილი
დუმილის სიმღერა: სუტრები ქვაში
ადამიანები, ვინც ტაჯ–მაჰალი შექმნა, ეს კი ჭეშმარიტი ხელოვნებაა, სუფისტი მისტიკოსესბი იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რა არის მედიტაცია. მათ ტაჯ–მაჰალი იმგვარად შექმნეს, რომ თუკი სავსე მთვარიან ღამეს უბრალოდ მის სიახლოვეს მოთავსდებით, ზუსტად საღამოს ცხრა საათზე, თუკი უცქერთ მთელ მსოფლიოში ულამაზეს არქიტექტურულ ქმნილებას, აღმოაჩენთ, რომ თქვენ ხართ სრულიად ჩუმად, დამშვიდებული, აუღელვებელი. თქვენსა და ტაჯ–მაჰალს შორის მყარდება კავშირი.
გურჯიევი, ჩვეულებრივ, ტაჯ–მაჰალს ობიექტურ ხელოვნებას ეძახდა. ეს ნიშნავს: შექმნილია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც სრულიად აცნობიერებდნენ, რომ შეეძლოთ რაღაც ისეთის შექმნა, რაც ადამიანებს ზრდაში დაეხმარება.
ადამიანებს, ვინც ტაჯ–მაჰალი შემქნა, ეს დასამშვიდებლად არ გაუკეთებიათ. ეს მათი გამოცდილება იყო. და ისინიც შეეცადნენ აეშენებინათ ისეთი რამ, რაც შეძლებდა, რომ ეს გამოცდილება თქვენთვისაც გადმოეცა, ყოველ შემთხვევაში ამ გამოცდილების ბზინვარება მაინც დაგენახათ. ინდოეთში უამრავი ასეთი ადგილია, რომელსაც შეიძლება ობიექტური ხელოვნება ეწოდოს. და აშკარაა ისიც, თუ რატომაა ეს ადგილები ინდოეთში.
იმიტომ რომ ათი ათასი წლის მანძილზე ეს ქვეყანა მედიტაციით იყო დაკავებული.
აჯანტასა და ელორას გამოქვაბულები, იქ უამრავი გამოქვაბულია. მთელი მთა დასერილია ქვაბულებით. უზარმაზარი ქვაბულები ქვაში გამოითალა, ქვაბულების ჯაჭვი, შესაძლოა ოცდაათი ან ოცდათხუთმეტი.
ამასთან ყოველი ქვაბული თავისებურადაა ლამაზი. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ყოველ მათგანში მედიტაციის გარკვეული არომატია.
აჯანტას ქვაბულებში არის ბუდისტური დარბაზი მედიტაციისთვის, სადაც დაყენებულია ქვები, რომელთა დანიშნულებაც ექოს შექმნა იყო, ისევე როგორც ეს მუსიკალური ინსტრუმენტის – ტაბლას შექმნისას ხდება. თუ ამ ქვას დაარტყამთ ისევე როგორც ტაბლას, ისინი ასეთივე ხმას გამოსცემენ. ჩვეულებრივი ქვა ასეთ ექოს ვერ შექმნიდა, იმიტომ რომ ეს ძალიან წვრილი ხმა იქნებოდა, ამიტომაც ეს განსაკუთრებული ქვები იქნა გამოყენებული. რა აზრია ამ ყველაფერში? აზრი კი იმაშია, რომ როცა ვინმე მღეროდა „აუმ“, ამასთან ძალიან ინტენსიურად, ტაძრის გუმბათი რეზონანს იძლეოდა და ხმას უკან აბრუნებდა და ხმის წრეს ქმნიდა. ტაძრის გუმბათი იმგვარადაა აგებული, რომ ექოს ხარჯზე ხმის წრე შეიკრას. ხმის წრიულობისგან მიღებული სიხარულის შეგრძნება ენით აუწერელია. თუ „აუმს“ ღია ცის ქვეშ იმღერებთ, ხმის წრე არ შეიკვრება და ასეთ სიხარულს ვერასდროს შეიგრძნობთ.
სავსე მთვარის ღამეს, როცა მთვარე ცის შუაგულში მოექცევა, ტაჯ–მაჰალი ადამიანის მიერ მედიტაციისთვის შექმნილ უდიდეს ობიექტად იქცევა. თქვენ ზიხართ უჩუმრად და მას შესცქერით, და მხოლოდ იმის გამო რომ თქვენ მას უცქერთ, თქვენი ფირები დნება და ქრება. ტაჯ–მაჰალის მშვენიერება იმდენად უზარმაზარია, რომ თქვენი ტვინი საკუთარ არსს კარგავს. მას არ შეუძლია ჩასწვდეს მის მშვენიერებას, და ამიტომაც ის მდუმარე ხდება.
ინდოეთში შეგიძლიათ ათასობით იხილოთ მშვენიერი ქანდაკებები, მილიონობით ტაძარი უჩვეულოდ ლამაზი მამაკაცებისა და ქალების სკულპტურებით, მაგრამ ყოველი მათგანი ძირითადად მედიტაციას ეძღვნება.
როცა კი თქვენ უბრალოდ შეხედავთ ბუდას ქანდაკებას, სადღაც თქვენში შიგნით სიმშვიდეს იგრძნობთ, ბუდას პროპორციებს, მის სხეულს, მის განლაგებას, იმას, თუ როგორ ზის, ნახევრად დახურული თვალებით.
უბრალოდ დაჯექით, შეხედეთ ქანდაკებას და თქვენ მდუმარებაში შეხვალთ...
აღმოსავლეთში ქანდაკებებს საკუთარი თავისთვის არ ქმნიდნენ, მათ ქმნიდნენ როგორც კოდირებულ ენას მომავალი თაობებისთვის. ნაწერები შეიძლება გამქრალიყო, ენა შესაძლოა შეცვლილიყო, სიტყვებს თავისი არსის დაკარგვა შეეძლოთ. ნებისმიერი ცოდნა შეიძლება გაუკუღმართებულად იქნას გადმოცემული, ეს ცოდნა სხვა გაგებით შეიძლება შეცვლილიყო. სხვადასხვა თეორიების გარშემო შეიძლება მსჯელობა და ასეც ხდებოდა კიდეც, და სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს, რომ შესაძლოა იყოს გადაცემის სხვა საშუალებაც, ენის გარდა.
რამდენი მხატვარი, სკულპტორი, მოქანდაკე იღებდა მონაწილეობას ათასობით ტაძრის აშენებაში. შეიქმნა ტაძრების მთელი ქალაქები, რამდენი დრო დაიხარჯა ამაზე! და ეს ერთადერთი ადგილი არ არის, არის აჯანტა, ქვაბულების რიგი, ბუდისტების მიერ შექმნილი. ეს მთებია, რომლებიც რამდენიმე მილის სიგრძეზეა გადაჭიმული და ეს მთები მთლიანად ქვაბულებითაა დასერილი. და ამ ქვაბულებში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ხელოვნების უნიკალური ნიმუშები და ყველაფერი მშვენიერია. ბუდას მთელი ცხოვრება ქვაშია მოქცეული.

შედიხართ პირველ ქვაბულში, იქ ნახავთ ბუდას დაბადებას ქვაში. ამასთან ეს მცირე ზომის ქვაბულები სულაც არაა. ისინი ქვის უზარმაზარ ლოდებშია გამოთლილი. და ყოველ ქვაბულში ბუდას ცხოვრება თანდათანობით იშლება, ბოლო ქვაბულში კი ბუდას სძინავს.
ცხოვრების უკანასკნელ წუთს, როცა მან მოსწავლეებს ჰკითხა: „თუ გაქვთ რაიმე კითხვები, შეგიძლიათ დამისვათ, რადგან მალე წავალ მარადიულ ძილში სამუდამოდ“.
მას ბალიშიც კი არ აქვს, ბალიშად ის თავის ხელს იყენებდა. მაგრამ ეს ისეთი მშვენიერი ქანდაკებაა, ისეთი უზარმაზარი.
არის ელორას ქვაბულები, რომლებიც ასევე მთებშია გამოთლილი. არის ინდუისტური ტაძრები ჯაგანატჰა პურიში, კანარაკაში. ვერც კი წარმოიდგენთ ხელოვნების როგორი უმშვენიერესი ნიმუშები შეიქმნა საუკუნეთა განმავლობაში.
როდესაც პირველად ვიყავი კაჯურაჰოში, ეს მხოლოდ იმის გამო გავაკეთე, რომ ჩემმა ბებიამ მთხოვა ეს გამეკეთებინა, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე ასეულ ჯერზე ვიყავი იქ. მსოფლიოში სხვა ადგილი არ არის, სადაც ამდენჯერ ვიქნებოდი ნამყოფი. მიზეზი მარტივია. ეს გამოცდილება უძიროა, და ის არასდროს იყიდება. რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო მეტი გინდებათ რომ იცოდეთ. კაჯურაჰოს ტაძრის ყოველი დეტალი საიდუმლოს წარმოადგენს. ალბათ ასეულობით წლების მანძილზე ათასობით სკულპტორი ქმნიდა თითოეულ ტაძარს. და ჯერ არსად შევხვედრივარ ასეთ სრულყოფილებას.
დიახ, ინდოეთს მე ქვეყანას არ ვეძახი, არამედ შინაგან სივრცეს. ინდოეთს რაიმე გეოგრაფიულ ადგილს არ ვეძახი, რომლის ნახვაც რუქაზე შეიძლება. ინდოეთს მე იმას ვუწოდებ, რაც ღრმად არის თქვენში დაფარული, იმას, რაც თქვენ ჯერ არ გაგიხსნიათ და აღმოგიჩენიათ. ინდოეთი ეს თქვენი შინაგანი სივრცეა. ინდოეთი ეს არ არის ქვეყანა, არ არის ერი, ეს ცნობიერების მდგომარეობაა.
აქ, აღმოსავლეთში მედიტაცია – ეს ისეთი რამეა, სადაც ფრენა შეგიძლიათ. ეს ენერგია თქვენს გარშემო მდინარეს ჰგავს, რომელიც უკვე ოკეანეში მიექანება. ცურვა არ დაგჭირდებათ, თქვენ უბრალოდ უნდა მიჰყვეთ დინებას. დასავლეთში დინებასთან ბრძოლა გიწევთ, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე ექსტრავერტულმა ტვინმა სრულიად განსხვავებული ენერგია შექმნა, არა მხოლოდ გასნხავავებული, არამედ სრულიად საწინააღმდეგო, რომელიც გარედან მიედინება, ექსტრავერტულია.

ჭექა–ქუხილი ღამის წყვდიადში
ათასობით წელი მიდის იმაზე, რომ რელიგიის თესლმა ნაყოფი გამოიღოს. ეს ექსპერიმენტი ინდოეთში ჩატარდა, და იქ თესლი არა მარტო გაღვივდა, არამედ აყვავდა კიდეც. ახლა კი ინდოეთში ადამიანები მზად არიან ყვავილების ამ უკიდეგანო საუნჯის დაკარგვისთვის. თქვენც დაკარგავთ, რადგან მასში ვერაფერს ფასეულს ვერ ხედავთ, თქვენ მას ზურგი შეაქციეთ. ვერანაირ მნიშვნელობას მასში თქვენ უკვე ვერ ხედავთ.
დასავლეთს კი სულ თავიდან მოუწევს დაწყება. სულიერ მოგზაურობას თუკი შევადარებთ, დასავლეთს ამჟამად იმ წუთიდან უწევს დაწყება, რომელშიც ჩვენ ხუთი ათასი წლის წინ ვიმყოფებოდით, დევების პერიოდში. და დასავლეთს მოუწევს ხუთი ათასი წლის გავლა, რომ იმ წუთამდე მიაღწიოს, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით. მაგრამ მაშინ ადამიანის არსებობა გართულდება და შეუძლებელი იქნება.
ამიტომაც ვამბობ, რომ ინდოეთი უდიდეს პასუხისმგებლობას ატარებს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამ აღმოვაჩინეთ: ადამიანის ცნობიერების გასაღები, კანონები და განვითარების მეთოდები, ამიტომ თუკი ამ ყველაფერზე უარის თქმა გსურთ, მანამდე ვინმეს გადაეცით მაინც. ეს იმის მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ გადასცეთ, რაც მხოლოდ თქვენში შიგნით მოხდა.

ეს არის ჩემი განზრახვა, რომ მედიტაციაში მყოფი დაიბადოს თქვენში. თუკი ინდოეთში ასეთი მედიტაციით დაკავებული დუჟინი მაინც დაიბადება, რომელთაც იგივე სინათლე ექნებათ, რაც ბუდას ჰქონდა, და ეს მშვენიერი იქნება. საქმე იმაში კი არ არის, უნდა შეძლოს რელიგიამ იცოცხლოს ინდოეთში და დასავლეთში, თუ არა. საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია, შეძლებს თუ არა სიცოცხლეს. რა ნიადაგზე აშენდება ტაძარი, მნიშვნელობა არ აქვს, ამისთვის ნებისმიერი ნიადაგი მისაღებია, მაგრამ თქვენ თვითონ ამ ტაძარს ანგრევთ.
მაგრამ არის სხვა ინდოეთიც – ბუდების ინდოეთი, მუდმივი ინდოეთი. მე მისი ნაწილი ვარ, თქვენ მისი ნაწილი ხართ და სინამდვილეში იქ, სადაც მედიტაცია ხდება, ადამიანი ამ მარადიული ინდოეთის ნაწილი ხდება. ეს მარადიული ინდოეთი არა გეოგრაფიული, არამედ სულიერი გაგებაა.

წიგნიდან „ინდოეთი – ჩემი სიყვარული“ - I ნაწილი
(თარგმნა სოსო ხაჩიძემ)
3 комментария:
vay! magaria dzalian!!!!
saertod dzalian saintereso blogia.
natia
გაიხარე ნათია თბილი სიტყვებისთვის! მიხარია რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს თემა გულწფრელად აინტერესებს :)
dzalian kargia rom aseti saiti aris...dzalian gamixarda...tu sheidzleba upro meti informacia dadot osho rajneshzee,misi leqciebis saxit.radgan qartulad dzalian cota moipovebaa informacia oshozee.pativiscemit natali.
Отправить комментарий