გელით facebook–ზე

13.04.2009

Warner Brothers ინდური კინოს წინააღმდეგ

უცხოური პრესის მასალების მიხედვით, სტუდია Warner Brothers–სა და ბოლივუდელ პროდიუსერს ვიპულ ამრუტლალ შაჰს შორის არც თუ სახუმარო ბრძოლა შეიძლება შედგეს. საქმე იმაშია, რომ ამ პროდიუსერმა განაცხადა რომ, ჰინდის ენაზე აპირებს გადაიღოს ფილმი, რომლის სიუჟეტის მიხედვით ფილმის მთავარი გმირი, რომელსაც აკშაი კუმარი ითამაშებს, დროთა განმავლობაში კი არ დაბერდება, არამედ გაახალგაზრდავდება.

ნაცნობი სიუჟეტია? :) სწორედ ასე გადაწყვიტეს კომპანია Warner Brothers–ის წარმომადგენლებმაც, როს შემდეგაც სასწრაფოდ განაცხადეს, რომ სასამართლო წესით დაუპირისპირდებიან ნებისმიერს, ვინც „თავს დაესხმება“ არც ისე დიდი ხნის წინ ეკრანებიდან ჩამოსულ „ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიას“, რადგან რიმეიქის გადაღებას საკუთარი უფლებების დარღვევად აფასებენ.

ეს „უცნაური ისტორია“ მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ფურცელია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად ბოლივუდთან ჰოლივუდის ბრძოლის ისტორიაში. გასულ წელს კომპანია Sony–მ შეძლო მიეღწია ინდური „Jerry Maguire“–ის გადაღებების აკრძალვისთვის (დაუდასტურებელი ინფორმაციით, მთავარი როლი, რომელიც ორიგინალში ტომ კრუზმა შეასრულა, ინდურ რიმეიქში სალმან კჰანს უნდა ეთამაშა), რადგან ეს საკუთარი უფლებების დარღვევად მიიჩნია.

არც კომპანია Warner Brothers–თვისაა ეს პირველი შემთხვევა ბოლივუდელ პროდიუსერებთან ბრძოლისა, რომლებიც „ხელის მოთბობას“ ცდილობენ ჰოლივუდური სურათების პოპულარობაზე. ასე მაგალითად, გასულ წელს კომპანიამ სარჩელი შეიტანა ინდური ფილმის „Hari Puttar: A Comedy of Terrors“ პროდიუსერების წინააღმდეგ. პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ სურათის დასახელება ძალიან ჰგავდა „ჰარი პოტერის“ ფრანშიზას. მაგრამ დელის უზენაესმა სასამართლომ სხვაგვარად გადაწყვიტა. სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ წიგნები ჰარი პოტერის შესახებ აუდიტორიის სულ სხვა სეგმენტზეა გათვლილი, რომელსაც არანაირად არ აერევა ერთმანეთში „ჰარი პოტერი“ და „ჰარი პუტარი“.

ჩემი პირადი აზრით, ჰოლივუდს, რომელსაც დრო და დრო შემოქმედებითი კრიზისი შემოაწვება ხოლმე, უბრალოდ შურს ბოლივუდის, რომელიც ბევრად უფრო მარტივი სიუჟეტით, მსახიობების მიამიტი თამაშით და აღმოსავლური დიმპიტაურით საკმაოდ ბევრი ფულის შოვნა შეუძლია. ჰოლივუდში ალბათ ჰგონიათ, რომ ეს მათგან მოპარული სიუჟეტების გამო ხდება, იმას კი ალბათ არ უფიქრდებიან, რომ ბოლივუდს თავისი აუდიტორია ჰყავს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი და რომ ამ აუდიტორიას თვითონ ჰოლივუდური ფილმები სულაც არ აინტერესებს, თუნდაც კულტურებს შორის განსხვავებულობის გამო, და ჰოლივუდი სილაც რომ ნაკერებზე გასკდეს, ამ აუდიტორიის სიყვარულის დამსახურებას ნაკლებად თუ შეძლებს, თუ თვითონ არ გადაერთო ინდურ ყაიდაზე, ისევე, როგორც ეს საკმაოდ ჭკვიანურად გააკეთა დენი ბოილმა და ამისთვის მისმა ფილმმა „მილიონერი ჯურღმულებიდან“ 8 ოსკარიც დაიმსახურა. როცა ჰოლივუდში მსგავს ფილმებს იღებენ, გამოდის რომ ინდოელებმა უნდა უჩივლონ ჰოლივუდს, რომ ჩვენს სიმღერებს ნუ იპარავთო? ერთი სიტყვით, ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, ასე მგონია :) ბოლივუდი სიუჟეტების „მოპარვას“ არ შეეშვება და ჰოლივუდსაც ამასთან მუდმივი ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ამჟამად ისეთი ტენდენციაა, რომ ჰოლივუდსაც ბევრი რამის გადაღება მოუწევს ინდური კინოინდუსტრიისგან, რომ მსოფლიოს დღევანდელ განწყობებს ფეხი ააყოლოს და შემოსავლებში არ დაიჩაგროს.

3 комментария:

Katiée.Ge комментирует...

ჰაჰა, უყურე შენ! :D
ისე, ამ შემთხვევაში შეიძლება კიდეც მოუგონ. თუმცა, მადლობა თქვან, ისეთი სიდებილეს, როგორიც ბენჯამენ ბატონის ისტორიაა, თუ ვინმე მეორეჯერ გადაიღებს.
პ.ს. მილიონერი გუშინწინ ვნახე, ძალიან მომეწონა :)) ეს კლასიკური ინდური კინოშედევრი რა თქმა უნდა არაა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი ფილმია :)

rumirumi71 комментирует...

ეკა, ჰო ეს ცოტა რთული სამეებია, იდეებში ზოგჯერ ბოლივუდში გარღვევები აქვთ და გადასარევად იპარავენ დასავლურ იდეებს :)
მილიონერს რაც შეეხება, ინდური კინოშედევრი ვერც იქნებოდა, და კიდევ კაი რომ არ იყო, მაშინ ასეთი საინტერესო არ იქნებოდა :) მიყვარს კარგი ხარისხიანი ფილმები, სადაც ყველაფერი ზომიერად უხვადაა :):):)

kristina комментирует...

"hum dil de chuke sanam" ჩემი აზრით შედევრია და არამგონია მოპარული იყოს :)