გელით facebook–ზე

19.06.2009

ფილმმა „ჯოდჰა და აქბარი“ 5 ბოლივუდური „ოსკარი“ მიიღო

მასშტაბურმა კოსტუმირებულმა კინოეპოსმა „ჯოდჰა და აქბარი“ პრესტიჟული კინოპრემია „აიფა ბოლივუდური ოსკარი“ 5 ნომინაციაში მიიღო: წლის საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის (რიტიკ როშანი), საუკეთესო რეჟისორისთვის (აშუტოშ გოვარიქერი), საუკეთესო კოსტუმები და საუკეთესო გრიმი. ქალის მთავარი როლის შემსრულებელმა აიშვარია რაიმ ერთბაშად ორი ჯილდო მიიღო: „ინდურ და საერთაშორისო კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ და როგორც „ათწლეულის ვარსკვლავმა“.

„აიფა“ ეს არის ინდოეთის საერთაშორისო კინოაკადემიის (AIFA) ჯილდო, რომელიც ბოლივუდში ოლივუდური „ოსკარის“ ანალოგიურია. წელს ამ დაჯილდოების მეათე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ფეერიული შოუ გასულ უიქენდზე გაიმართა უმსხვილეს გასართობ კომპლექს–კაზინოში „ვენეცია“ მაკაოზე, რომელსაც „აზიის ლას–ვეგასს ეძახიან“.

დარბაზში 8000–მდე ვარსკვლავური სტუმარი და მათი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ, ხოლო ტელეტრანსლაციას 500 მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც რამდენჯერმე აღემატება „ევროვიზია–2009“–ის მაყურებელთა რაოდენობას.

ფილმმა „ჯოდჰა და აქბარი / Jodhaa Akbar“, რომელიც ბოლივუდის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული და წარმატებული კინოპროექტია, კინოგაქირავებაში უკვე 30 მილიონი დოლარი ამოიღო. სხვადასხვა ფესტივალებსა და ცერემონიებზე ფილმმა უკვე 26 ჯილდოც დაიმსახურა.

თუმცა, „აიფას“ ცერემონიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. როდესაც რეჟისორი აშუტოშ გოვარიქერი სცენაზე ავიდა, მან ეჭვის ქვეშ დააყენა პრიანკა ჩოპრას მიერ საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოს მიღება. რეჟისორის აზრით, ამ ჯილდოს ღირსი აიშვარია რაი იყო. აშუოშს არა მარტო უსიამოვნება მოუვიდა ცერემონიის წამყვანთან მაკაოში, არამედ ბოლივუდის ერთერთი წამყვანი მსახიობი ქალის პრიანკა ჩოპრას განაწყენებაც შეძლო. მას შემდეგ, რაც პირანკამ თავისი ჯილდო მიიღო და დარბაზში დაბრუნდა, სცენაზე საუკეთესო რეჟისორისთვის ჯილდოს მისაღებად ასულმა აშუტოშმა პირდაპირ სცენიდან განაცხადა: „პრიანკა, მე თქვენ მიყვარხართ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიიღეთ ჯილდო „საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“, როცა იგივე ნომინაციაში აიშვარია რაიც იყო წარმოდგენილი“. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. აშუტოში მიხვდა, რომ ძალიან შორს შეტოპა და დაამატა: „შესაძლოა იმიტომ, რომ თქვენ ძალიან შრომისმოყვარე და ბუნებრივი ხართ“. როცა რეჟისორი მიხვდა, რომ სასწრაფოდ სიტუაცია უნდა გამოესწორებინა, ყველაფერი ჯაია ბაჩანს (აიშვარიას დედამთილი) გადააბრალა, რომელიც მის გვერდით იდგა: „ჯაია–ჯიმ იგივე კითხვა დამისვა ამ წუთას. რატომ მაინც და მაინც თქვენ?“.

რა გასაკვირია, რომ პრიანკა შოკში ჩავარდა. ვერ გადაეწყვიტა, ეყვირა თუ გაჩუმებულიყო, როცა მას საკუთარი რეჟისორი ასე სახალხოდ აყენებდა შეურაცხყოფას. პრიანკას იმდენად გაუფუჭდა ამ ყველაფრის გამო ხასიათი, რომ ცერემონიის ბანკეტზე აღარც წავიდა. მის ახლოს მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, როგორ თქვა პრიანკამ „არანაირად არ მინდა იქ წასვლა და მისი სახის დანახვა“.

სამწუხაროდ ასეთებიც ხდება, ჩემი ბლოგის მკითხველებო, მაგრამ გულს მაინც და მაინც ნუ დაიწყვეტთ, ხომ იცით მსახიობები და რეჟისორები უმეტესწილად ამბიციური ხალხია, ზოგჯერ კი ზედმეტებიც მოსდით :)

5 комментариев:

Анонимный комментирует...

ჰმ, პრიანკას სახე დამენახა მაგ დროს ახლოდან, ყველაფერს გავიგებდი.:))) დიდად არ მესიმპატიურება ეგ გოგო მარა, dostina–ში კარგად თამაშობდა.
ნათია

rumirumi71 комментирует...

პრიანკაზე ვერც მე ვიტყვი, რომ არიქა და უგენიალურესი მსახიობია თქო, მაგრამ ამდენ ხალხში ახალგაზრდა მსახიობის ასეთი შეურაცხყოფა მაინც ულამაზო საქციელია ვფიქრობ... ბოლივუდის მამებს ისე აქვთ თავი გასიებული წარმატებებით და ფულით, რომ ზოგჯერ ადამიანურობაში იჭრებიან, თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც გამონაკლისია და ვფიქრობ, რომ რეჟისორს უბრალოდ შეცდომა მოუვიდა :)

Unknown комментирует...

რა ვქნა უტაქტოა ეს გოვარიკერი, რას ერჩოდა პრიანკას არ ვიცი,სასამართლოში რომ ქონდა საქმე ისტორიული ფაქტების დამახინჯებისათვის " ჯოდა და აკბარში" ეს საიტებზეც დაიდო ასე, რომ უცოდველი არც თავადაა... მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს, ეს რიტიკ როშანი როგორ ახერხებს ყველა როლში აბსოლუტურად განსხვავებული იყოს და ყველგან ძალიან ინდივიდუალური. მე მგონი ძალიან სერიოზულ მსახიობად ჩამოყალიბდა ადრე უბრალოდ "ლამაზი და კუნთებიანი" ბიჭი. ეხლა კი სრულიად სხვაა. ყოჩაღ მაგას, აი ვიშრომე საკუთარ თავზეო - მაგან უნდა თქვას. მაგრამ ერთი რამე მგონია: რაღაც ძალიან დიდი და ფარული დარდი უნდა აწუხებდეს თავისი აწყობილი ცხოვრების მიუხედავად. ხანდახან ისეთ ჭკვიანურს იტყვის ხოლმე რომ ეტყობა დიდი შინაგანი ბრძოლები აქვს გადატანილი საკუთარ "მე" -სთან. მისი მზერაც სრულიად სხვაა ახალ ფილმებში. ნამდვილად მინდა ბედნიერი იყოს და მის თვალებში ისეთ ნაპერწკალს ვხედავდე როგორც მის პირველ ფილმში "მითხარი რომ გიყვარვარ". იქნებ ასაკი მოერია? 35 წელი ასე ბევრია ვითომ?

rumirumi71 комментирует...

ნინო მადლობა კომენტარისთვის :) გეთანხმები, რომ რეჟისორი უტაქტოდ მოიქცა. რიტიკს რაც შეეხება, არც ეტყობა ასაკი, არ მეგონა თუ 35–ის იქნებოდა :) და იმაშიც გეთანხმები, რომ რაღაც დარდი მართლა შეიძლება ჰქონდეს ამ ახალგაზრდას, იმიტომ რომ მხიარულ სცენებში მონაწილეობის მიუხედავად მაინც ჩანს, რომ მას რაღაც აწუხებს. აწყობილი ცხოვრება კი ყოველთვის ადამიანურ ბედნიერებას არ ნიშნავს... შეიძლება მქონდეს კიდეც რაღაც გარკვეული მოსაზრებები ამის თაობაზე, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საჯაროდ ვილაპარაკო :)

Анонимный комментирует...

Most femalеs get stretсh marks at
somе point in thеir lіνеs from possessing a baby.


my weblog - trilastin coupon code