გელით facebook–ზე

25.06.2009

პრიანკა და შაჰიდი ბოლივუდის ყველაზე ცხელი წყვილი

პრიანკა ჩოპრამ და შაჰიდ კაპურმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ინტერნეტ–გამოკითხვის შედეგად რომელიც ბოლივუდის ყველაზე „ცხელ“ სამსახიობო წყვილს ეძღვნებოდა. და ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი პირველი ერთობლივი ფილმი "Kaminey" ბოლომდე დასრულებული არც არის.



ამ წყვილმა ხმების 31% მიიღო მაშინ, როცა სალმან ხანმა და კატრინა კაიფმა ხმების 24% მიიღეს, ხოლო ყველაზე დაბალი პროცენტი (16%) წილად ერგო საიფ ალი ხანისა და კარინა კაპურის წყვილს.


ჯერჯერობით არ ვიცით, რით გაგვახარებს ეკრანზე შაჰიდის და პრიანკას წყვილი, მაგრამ ამ ორმა, როგორც ეტყობა მათ შორის არსებული უთანხმოებები მოაგვარეს და კვლავინდებურად ერთად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გავრცელდა ცნობები მათი დაშორების შესახებ. ისინი ერთად შენიშნეს მუმბაის ერთერთ რესტორანში რამდენიმე დღის წინ. პრიანკა ასევე თან ახლდა შაჰიდს, როცა ის სავარჯიშოდ იყო სპორტდარბაზში წასული.

1 комментарий:

Toma комментирует...

პირველი წყვილი მომეწონა :) ბიჭი უფრო რომ დავაკონკრეტო.
ინდოელი ქალი აიშვარიაზე ლამაზი მე ჯერ არ მინახავს.