რომანტიკულ კომედიაში, სადაც მოქმედება ხდება პენჯაბში (ჩრდილო–დასავლეთი, ბრიტანული იმპერიის ნაწილი, ადრე სიქჰების სახელმწიფოს ერთერთი ძირითადი ნაწილი იყო), მონაწილეობენ ვარსკვლავები შაჰიდ კაპური, რანი მუქერჯი, ანურამ ქჰერი და სხვები. რანი გოგონას როლს ასრულებს, რომელსაც მოუწევს მამაკაცად გადაქცევა თავისი ოცნების აღსრულებისთვის. მისი სარდარი მაიკ სტრინგერმა შექმნა, რომელიც ასევე ავტორია ზღაპრული გრიმისა ფილმში Dhoom 2. კოსტუმების ავტორი კი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი მანიშ მალჰოტრაა. შეხედეთ რანის სარდარის როლში, რომელიც მან ფილმში განასახიერა და არ დაიშუროთ კომენტარები :)
ესეც ფილმის პრომო–კლიპი. კლიპის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად ლამაზი სანახაობა გელით :)
2 комментария:
ხოო! რანი აღარ ხუმრობს!მოვნახავ მაგ ფილმს მაინტერესებს როგორი იქნება სარდარის როლში.მართლა კაი მსახიობია ისე.
ნათია
როგორ ძალიან ჰგავს ამ ჩაცმულობით რანი ანუმალ კჰერს :)სახალისო ფილმი იქნება ალბთ :)
Отправить комментарий