გელით facebook–ზე

03.06.2009

პრემ ჩოპრა ჰოლივუდში მიიწვიეს

73 წლის „კინო–ბოროტმოქმედი“ პრემ ჩოპრა, რომელსაც 400–მდე უარყოფითი პერსონაჟების როლები აქვს შესრულებული, ჰოლივუდში მიწვიეს რეჟისორ ფრედ ჰოლმსის ფილმში „სამშობლო“ მთავარი როლის შესასრულებლად. ამჯერად მსახიობი დადებით გმირის პენჯაბელი გლეხის რანბირ სინგჰის როლს განასახიერებს.

გლეხის შვილიშვილი, რომელიც აშშ–ში დროებით ცხოვრობს, ამერიკელ ქალზე აპირებს დაქორწინებას, რათა ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, ხოლო ისტორულ სამშობლოში გაემგზავრება, რათა ბაბუამ დალოცოს ამ ქორწინებისთვის. ფილმის ასევე მონაწილეობას მიიღებენ დივია დატა და ამელია ჯექსონი. ფილმის მოქმედება ორ სოფელში ვითარდება ტეხასის შტატში და პენჯაბის შტატში. გადაღებები კი მომავალ წელს ლუდჰიანასა და ნიუ–იორკში გაიმართება.

„მიუხედავად იმისა, რომ პენჯაბი და ტეხასი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ შტატების მოსახლეობას ბევრი რამ საერთოც აქვს“ თქვა ჩოპრამ ინტერვიუში, „უპრველეს ყოვლისა, ეს არის საკუთარი მიწის სიყვარული და უფროსების პატივისცემა“. ბოლო ფილმი პრემ ჩოპრას მონაწილეობით „დელი, 6“ ამ წლის იანვარში გამოვიდა და კინოგაქირავების ჰიტად იქცა.

2 комментария:

რამაზ გიგაური комментирует...

სოსო, მე შენი ბლოგის ერთგული მკითხველი ვარ.
ინდოეთი არის ჩემი სისუსტე და სიძლიერე :)
სხვათა შორის, მე წინა ცხოვებაში ინდუსი ვიყავი – სამხრეთ–აღმოსავლეთ ინდოეთში ვცხოვრობდი :)
თუმცა ჰოროსკოპის სტილი უფრო ჩრილოეთ ინდოეთის მომწონს – ე. წ. ალმასის რუკა.
გაუმარჯოს ინდოეთს და იმ ადამიანებს, ვისაც ინდოეთის სიყვარულით უძგერთ გული!
ომ ნამაჰ შივა :)

rumirumi71 комментирует...

ნამასტე Lakshmi Ravi Ramananda უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. ნამდვილად არ მოველოდი :) და ძალიან გამიხარდა. შენი ბლოგი ჩემსაზე ბევრად სერიოზულია და ჩანს, რომ უბრალოდ ინდოეთით კი არა, არამედ უფრო ღრმა რაღაცეებით ხარ დაინტერესებული, თუმცა ის ყველაფერი რაზეც შენ წერ ჩემთვის უცხო არ არის. არ დავიწყებ თავის მართლებას ბოლივუდზე რატომ ვწერ, ვთვლი, რომ ბოლივუდს თავისი ხარკი უნდა გადავუხადო და ეს არის და ეს. გაიხარე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენს საქმეში :)