
„ჯურღმულელმა მილიონერმა“ უამრავ დასავლელ რეჟისორს გაუჩინა სურვილი, რომ ინდოეთის თემა აესახა თავის შემოქმედებაში. ბოლივუდის მსახიოებებზე ლამის რიგები დადგეს, იმდენ ახალ ფილმებში იწვევენ. თვითონ ინდოეთშიც იმდენი ახალი კინოლენტის გადაღებები მიმდინარეობს დასავლელი რეჟისორების ხელმძღვანელობით, რომ ალბათ მალე ბოლივუდის მსგავსად მთელ დასავლურ კინოსაც ინდოეთი დაიპყრობს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით :)
სინამდვილეში კი, დენი ბოილმა ეტყობა გადაწყვიტა სხვებს არ ჩამორჩეს და საკუთარი წარმატების საკუთარივე მიზნებში მოხმარების მიზნით ახალ სამუშაოს შეუდგა.
ჩემთვის უსაყვარლეს მუმბაიში, სადაც მხოლოდ ერთი კვირის გატარება მოვასწარი, მაგრამ სამუდამოდ შევიყვარე ეს ქალაქი, დენი ბოილი ტრილერის გადაღებას აპირებს ქალაქის ღამის ცხოვრების შესახებ სუქეთ მეჰთას რომანის «Maximum City: Bombay Lost and Found»–ის მიხედვით. მან უკვე შეიძინა რომანის ეკრანიზაციის უფლებები, რომელიც 2004 წელს გამოიცა და უკვე გადათარგმნილია მრავალ ენაზე.

გარდა ამისა, დენი პროდიუსერის როლშიც მოგვევლინება სხვა ახალ ფილმში, რომელსაც ასევე ცნობილი, ამჯერად წარმოშობით ინდოელი რეჟისორი შექარ კაპური გადაიღებს. შექარ კაპური ავტორია ისეთი საკულტო ფილმებისა, როგორებიცაა „მისტერ ინდოეთი“ და ორგზის ოსკაროსანი „ელიზაბეტი“. შექარმა დენი ბოილს დახმარება თხოვა ახალი პროექტის „კოკისპირული წვიმა/Paani“ განხორციელებაში.

გამოდის, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ინდოეთის თემაზე მსოფლიოში განთქმული ორი უნიჭიერესი ადამიანის მიერ ცალ–ცაკლე და ერთობლივად შექმნილი ნამუშევრები გველის. ჩემს მეგობრებს წინასწარ ვჯავშნი, რომ როცა ეს ფილმები გამოვა, საინტერესო ჩვენებები მოვიწყოთ ვიწრო წრეში მასალა ჩაისა და სხვა ინდურ–აღმოსავლური ატრიბუტიკის თანხლებით :)
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ვნებანი მილიონერის გარშემო გრძელდება
* მუმბაის ხელისუფლებამ „ჯურღმულელი მილიონერის“ 20–მდე პატარა გმირი ქუჩაში გაყარა
* ფრეიდა პინტო მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში
* «მილიონერის“ მიერ გამოწვეული მღელვარებანი არ ცხრება
* რუბინას მამას ქალიშვილის გაყიდვა სურდა 200 ათას გირვანქად
*„ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ
* მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში
Комментариев нет:
Отправить комментарий