გელით facebook–ზე

12.06.2009

დასავლეთი რიტიკს ათვალიერებს

მას შემდეგ, რაც რაკეშ როშანის ფილმი „ფრანები“ კანის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები, ჰოლივუდში არ წყდება საუბრები მისი ვაჟის რიტიკ როშანის იესოსთან მსგავსების შესახებ. ზოგიერთს მიაჩნია, რომ რიტიკის არჩევა ქრისტეს როლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ნებისმიერი ფილმისთვის, რომელიც მაცხოვრის შესახებ მოგვითხრობს. რიტიკმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც მსახიობმა ჯეიმს კავიეზელმა თავის დროზე, რომელმაც ოთხი წლის წინ ქრისტეს სახე შექმნა მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“.

დასავლური წყაროები ასევე ლაპარაკობენ მსახიობ რიტიკ როშანის სხეულის დინამიურ აგებულებაზე, ენერგიულ მზერასა და მზის ნარუჯზე. მსოფლიოში ცნობილი საქასტინგო საგენტოები ყურადღებით აკვირდებიან რიტიკს. ამის მიუხედავად რიტიკის მამა, რეჟისორი რაკეშ როშანი უარყოფს ხმებს, რომ მის ვაჟს იესოს ამგვანებენ, მაგრამ დაადასტურა, რომ ფილმმა „ფრანები“ მოწონება დაიმსახურა. მისი თქმით, „ბევრი ადამიანია, ვინც თვლის, რომ რიტიკი იდეალურია დასავლური ბაზრისთვის. მაგრამ მე არ მსმენია კომენტარები მისი იესოსთან მსგავსების თაობაზე. მეც არ შემიძლია ამაზე კომენტარის გაკეთება და არც იმის საშუალება მაქვს, რომ ყველა ჭორი და კომენტარი მოვისმინო“.

„ფრანების“ საერთაშორისო ბაზარზე გატანით რიტიკის პოპულარობა და მოთხოვნილება მასზე ისე გაიზარდა, როგორც არასდროს აქამდე.

8 комментариев:

Toma комментирует...

ar minaxavs eg filmi. mainteresebs sxvatashiris.

Анонимный комментирует...

nuuuuu ar gadairia yvela am indoelebzeeeeeee
magaria dzaanac kai!
me vzivar da guls vifxan:)))))

nata martla ar dadeben mag films netshi?
tu vinme sheityobt sad devs momweret ra!
natia

რამაზ გიგაური комментирует...

კი ჰგავს, მაგრამ გიბსონის ფილმი ხომ ვნახე ჯეიმს კავიეზელმა შემძრა, თან არამეული ენა, თან გიბსონის რეჟისურა და ...

სოსო, რა მაგის პასუხია და გიგზავნი კარგი სიმღერის ლინკს, მღერის Manish Vyas (ალბომი: "CATTBA")
შეიძლება იცი ეს მომღერალი
ესეც ლინკი:
http://bin.ge/file/50860/04-------------4.mp3.html

rumirumi71 комментирует...

Lakshmi Ravi Ramananda დიდი მადლობა სიმღერისთვის, მართლა კარგი სიმღერაა და სიამოვნებით მოვუსმინე და კიდევ მოვუსმენ, როცა განწყობა შესაბამისი მექნება :):):)

მელ გიბსონს რაც შეეხება, გემოვნებაზე არ დავობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე აპოკალიპტო მირჩევნია მისი, და რომელ არხზეც არ უნდა გადიოდეს, რამდენჯერაც არ უნდა გადიოდეს, ყოველთვის ვუყურებ :):)

რამაზ გიგაური комментирует...

მე არ მითქვამს რომ იესოს ვნებანი აპოკალიპტოს სჯობია ან პირიქით.
აპოკალიპტო უფრო მძაფრია, დინამიკით და შოკისმომგვრელი კადრებით. ისე, თუ იცი ასეთი რეჟისორი – ალეხანდრო ხოდოროვსკი (Alejandro Jodorowsky)?

rumirumi71 комментирует...

არა სამწუხაროდ ეს სახელი პირველად მესმის. რა ხდება, რამე საინტერესოა?

სასტუმრო комментирует...

სად შეიძლება მაგ ფილმის ნახვა, მოძიება?

rumirumi71 комментирует...

სამწუხაროდ არ ვიცი, შესაძლოა სადმე ინტერნეტში გამოჩნდეს...