გელით facebook–ზე

22.06.2009

თემურ ბეკმამბეტოვი Wanted-2–ს ინდოეთში გადაიღებს

წარმოშობით ყაზახი რეჟისორი თემურ ბეკმამბეტოვი აგრძელებს ჰოლივუდთან თანამშრომლობას და ამ წლის ბოლოს დაიწყებს კინოკომიქსის „განსაკუთრებით საშიში / Wanted“ გაგრძელების გადაღებას, რომელიც ოსკარზე 2 ნომინაციაში იყო წარდგენილი. სცენარს საფუძვლად უდევს მარკ მილერის კომიქსების ცნობილი წიგნი. ფილმის გადაღებები ჩატარდება აშშ–ში, ინდოეთსა და რუსეთში. სურათის ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარია. ამბობენ, რომ სიუჟეტში დაბრუნდება მკვდრეთით აღმდგარი ფოქსი (ანჯელინა ჯოლი), რომელიც წინა სერიაში დაიღუპა. ანჯელინას მონაწილეობით გადაღებული „მისი გული / A Mighty Heart“–ის შემდეგ ეს მეორე ფილმი იქნება, რომლის გადაღებებიც ინდოეთში ჩატარდება. შეგახსენებთ ასევე, რომ პირველ ფილმში ყასაბის როლს ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე ასრულებს.

Комментариев нет: