გელით facebook–ზე

01.06.2009

ლამას გარდასახვად აღიარებულმა ყმაწვილმა ბერობაზე უარი თქვა

ოსელ ხიტა ტორესმა, რომელიც დალაი ლამამ სულიერი ლიდერის ლამა იეშეს რეინკარნაციად აღიარა, უარი თქვა ტიბეტური ბუდისტების ბერად ყოფნაზე, ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Guardian.

ბერების ცხოვრების წესის ნაცვლად 24 წლის ტორესი გახეხილ შარვლებს და გრძელ თმას ატარებს, ხოლო ბუდას ნაცვლად მომღერალ ჯიმი ჰენდრიკსის ციტირებას ახდენს. როცა ტორესი ჩვილი ბავშვი იყო, ბერებმა იგი ტახტრევანზე აიყვანეს და დალოცეს. მას დიდი ხნის მანძილზე ისე ექცეოდნენ, როგორც ღმერთს.

ამჟამად კი ტორესი მადრიდშია და კინემატოგრაფს სწავლობს. როგორც მან განაცხადა, ის წლები, რომელიც მან მონასტერში გაატარა ინდოეთის სამხრეთში, „უმეცრებაში“ იცხოვრა. როცა ტორესს 14 თვე შეუსრულდა, მშობლებმა იგი ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გრანადიდან ინდოეთში დალაი–ლამასთან ჩაიყვანეს, სადაც სასულიერო ლიდერმა იგი სხვა 9 კანდიდატს შორის შეარჩია.

ბეტელი ბერებისგან განდგომისა და თავისი მეამბოხე ხასიათის მიუხედავად, ბუდისტურ საზოგადოებაში ტორესს ჯერ კიდევ თაყვანს სცემენ, როგორც ლამა თენზინ ოსელ რინპოჩეს.

Комментариев нет: