გელით facebook–ზე

04.06.2009

მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი

დღეიდან დავიწყებ ციკლს „მოგზაურის ჩანაწერები“, რომელშიც შემოგთავაზებთ სხვადასხვა მოგზაურების (თანამედროვე თუ ძველი) ჩანაწერებს და შთაბეჭდილებებს ინდოეთში მოგზაურობის შესახებ. შევეცდები შიგადაშიგ საკუთარი კომენტარებიც ჩავურთო და ჩემი მოგონებებიც გავიხსენო, რომლებიც ალბათ არასდროს ამოიშლება ჩემი გონებიდან, სანამ საღი აზროვნება შემრჩება. მაგრამ ინდოეთი ისეთი რამაა, რომ მას საღი აზროვნება არც სჭირდება, უბრალოდ ინდოეთით უნდა იცხოვრო. თუ ეს ქვეყანა, ეს მოვლენა, ეს სამყარო შენს გულშია, ამას ვერასდროს ვერანაირად საღი აზროვნებით ბოლომდე ვერ განსჯი. მაგრამ რადგანაც ადამიანები ვართ და ადამიანურ ენაზე ვმეტყველებთ, ემოციების ნაწილი მაინც ჩვენს ენაზე უნდა გამოვხატოთ, თუნდაც იმიტომ, რომ სხვებს, ვისაც არ ჰქონდა ბედნიერება საკუთარი ხელით შეხებოდა ინდოეთს, გარკვეული წარმოდგენა მაინც ჰქონდეს, რა არის ეს – ინდოეთი.

ჩემი პირველი სტუმარია მოგზაური enia, რომელიც ამჯერად თავისი „დიდი ინდური მოგზაურობის“ მეხუთე ნაწილში ქალაქ მადურაიზე მოგვითხრობს. ეს ქალაქი ტამილნადუს შტატშია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აი რას წერს enia (სურათებიც მას ეკუთვნის):
„ჯერ კიდევ სანამ სასტუმროსთან მივიდოდით ტაქსებით, როდესაც ჩვენმა მძღოლებმა მანქანები ბაზრის შორიახლოს შეაჩერეს და ფეხით გავიდნენ სასტუმროს საძებნად, თვალები ლამის ბუდეებიდან გადმომცვივდა და ქვედა ყბა ისე ჩამომეკიდა, ლამის მომძვრა და ასეთ მდგომარეობაში ვიყავი თითქმის ბოლომდე, სანამ ჩვენი მოგზაურობა არ დასრულდა....“.

(ეს გრძნობა ჩემთვისაც ნაცნობია, ორი სიტყვით ამ მდგომარეობას ვერ აღწერ და ეს რომ განიცადო, ჯერ პირველ რიგში ინდოეთი უნდა გიყვარდეს, და მეორეც, ემოციებს გზა უნდა გაუხსნა, არ უნდა იფიქრო ტვინით, და რასაც დაინახავ, ყველაფერი უნდა შეუშვა შენს სულში და გულში იმ ფორმით, როგორც ხედავ. არანაირი ფილტრები, არანაირი გონებრივი აზრები – მხოლოდ ხედავ, აღიქვამ, გიჭირს დაჯერება, რომ ეს რეალობაა, და არც არის საჭირო რამის დაჯერება, უბრალოდ უცქირე. და ერთადერთი, მთავარია, რომ თუ გინდა გადარჩე, საკუთარი თავი არ დაივიწყო ბოლომდე. ზოგჯერ გაიხსენე, რომ შენც ადამიანი ხარ და ემოციების სიმძლავრეს ზიანის მოყენებაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის:) - სოსო).

„ამ შეგრძნებას თან ახლავს სრული დეზორიენტაცია სივრცეში... როდესაც აქეთ–იქით იყურები და ვერ ხვდები, სად ხარ, ვინ ხარ, აქ რა გინდა და საერთოდ რა ხდება გარშემო (ასეთ მომენტებში ქვეცნობიერიდან მოსული ამოყვირების, ამოღმუვლების, ამოკივლების სურვილი სადღაც ყელში გეჩხირება და შედეგად ხმას ვერ იღებ, თითქოს ენა გადაყლაპე ან ხმის იოგები საერთოდ არც კი გქონია არასდროს – სოსო). იდეალურ ვითარებაში, ასეთ დროს ვიღაცამ ხელი უნდა ჩაგკიდოს და ისე უნდა გატაროს, რომ ფეხი არაფერს წამოკრა და არ წაიქცე... მაგრამ, როდესაც ასეთი ადამიანი შენს გვერდით არ არის, ეს საკუთარი ძალების მობილიზაციისკენ გიბიძგებს... (ზუსტად იგივე დამემართა დელის აეროპორტში, რაზეც ერთხელ უკვე დავწერე, და ეს იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტი „უბრალოდ“ აეროპორტია და სულაც არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ეგზოტიკური სილამაზის ქალაქი – სოსო).
სასტუმროს კი, რომლისკენაც ჩვენ მივიწევდით, Sree Devi ჰქვია და გზამკვლევებს თუ დავუჯერებთ, (ევროპელებისთვის) ყველა მინუსთან ერთად ერთი ყველაზე დიდი პლიუსიც აქვს – სახურავი, საიდანაც დიდებული ხედი იხსნება ტაძარზე, და სწორედ ეს ტაძარია ამ ქალაქში ჩვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი. ალბათ სწორედ ამ მომენტიდან პრაქტიკულად აღარც ჩამიდია შალითაში ფოტოაპარატი...

მოკლედ... მადურაი – ეს არის ქალაქი ტაძარი... მისი მთავარი ცენტრია ტაძრების უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც ქალღმერთ მინაქშის ეძღვნება. ლეგენდა, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, დაახლოებით ამას მოგვითხრობს:

„მინაქში“ ნიშნავს „თევზისთვალას“. გადმოცემის მიხედვით, ასე ერქვა პრინცესას, რომელსაც მართლაც დიდი და „თევზივით“ თვალები ჰქონდა. მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა სჭირდა – იგი სამი ძუძუთი დაიბადა. აღელვებულმა მშობლებმა ბრძენი ხალხი იხმეს, რომელთაც პრინცესას უწინასწარმეტყველეს, რომ მესამე ძუძუ მას შემდეგ გაუქრება, რაც ქალიშვილი თავის მომავალ საქმროს შეხვდება. ეს წინასწარმეტყველება მაშინ ახდა, როდესაც პრინცესა ღმერთ შივას შეხვდა, რომელიც მას წარუდგა სახელით სუნდარეშვარა – „სილამაზის მბრძანებელი“. რვა დღის შემდეგ პრინცესა მინაქში ღმერთ შივაზე დაინიშნა ქალაქ მადურაიში. ამ მოვლენის საპატივსაცემოდ მადურაიში XVII საუკუნეში ტაძარი ააგეს.

თუმცა, როგორც უმეტეს შემთხვევებში, ეს არ არის ერთადერთი ვერსია ამ ამბისა. არსებობს ბევრი სხვაც, მკვეთრად განსხვავებული ან იგივე ამბის გარკვეული დეტალებით. (და ყველა ეს ისტორია თავისებურად ძალიან საინტერესოა და მკითხველისა და მსმენელის გულებს იპყრობს. რა თქმა უნდა, სინამდვილეში რა და როგორ მოხდა, ამას ჩვენ ალბათ ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი, მთავარია რომ ჩვენ ასეც მოგვწონს და უამრავი ისტორიიდან ყველას შეუძლია საკუთარი აირჩიოს და თავისად გაიხადოს ის, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი აღმოჩნდება – სოსო).

მინაქში სუნდარეშვარას ტაძარი თამილ–ნადუში ერთერთ ყველაზე დიდი ტაძრად ითვლება, მისი გარე კედლების სიმაღლე 6 მეტრს აღწევს, ხოლო გოპურამების სიმაღლე 46 მეტრამდეა. გოპურამები აქ ულამაზესია, მათზე მთელი რიგი სკულპტურებია გამოსახული და ყველა სხვადასხვა სახის. გეგმაში ტაძარი რომბია, რომელსაც რამდენიმე ჰექტარის ფართობი უკავია. ცენტრალური შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.

ტაძრის ძირითადი დარბაზი – ათასი სვეტის დარბაზი – გარშემორტყმულია გარე კედლებით, რომელთა თავზეც აღმართულია 12 უდიდებულესი კოშკი–გოპურამი (45–50 მეტრის). კომპლექსი ასევე მოიცავს სამრეკლოებს, სასახლეებს, ტაძრებს და აუზებს. ეს ყველაფერი მდიდრულადაა მორთული და მოხატულია ათასგვარი ფიგურებით. უძველესი სკულპტორების საყვარელი პერსონაჟები იყვნენ მითოლოგიური გმირები, მუსიკოსები, ფანტასტიკური ცხოველები და არსებები, მაგრამ სკულპტურული დეკორი ორზე მეტად არსად მეორდება. ცენტრალურ ტაძრებად ითვლება სუნდარეშვარას (შივას) და მისი მეუღლის მინაქშის (ფარვატი) ტაძრები. საკურთხეველი დაცულია და რა თქმა უნდა for hindu only (თუმცა არის ადგილები ინდოეთში, სადაც უცხოელთათვის შესვლა საკურთხევლებთან ყველგან არ არის აკრძალული – სოსო). ტაძრის შუაგულში განთავსებულია ლოტოსის აუზი (Maha Pathaka Tirtham), რომლის წყლებიც, თქმულების მიხედვით, ყველაზე დაცემულ ცოდვილებსაც კი განწმენდს.

ეს პირველი ინდუისტური ტაძარი იყო, რომელიც დავათვალიერე. არც ღირს იმის თქმა, რომ მან ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არქიტექტურული მშვენიერების გარდა თვითონ ატმოსფეროც განუმეორებელია.. ადამიანები აქ არ ლოცულობენ, უბრალოდ ცხოვრობენ... დეიდები ლამაზ ქსოვილებზე ლაპარაკობენ, ბავშვები თამაშობენ და გაკვეთილებს აკეთებენ, მოხუცები კი უსასრულობაზე ფიქრობენ... ბევრი უბრალოდ წყალსაცავთან ზის საფეხურებზე და ოცნებობს, ან წარსულს იხსენებს... ან უბრალოდ თვლემს... და მართლაც, ეს სიმშვიდისა და დაოკების ატმოსფერო ყველაზე მეტად უწყობს ხელს განმარტოებას და საკუთარ აზრებში ჩაძირვას... ადგილობრივების მსგავსად, ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ მთელი კომპლექსის ყოველ მხარეს, ჩვენც ვსხდებოდით საფეხურებზე წყალსაცავთან და დიდხანს მდუმარედ ვისხედით, ვფიქრობდით, ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი ფიქრების ფსკერზე ჩაყვინთა...


სხვა სტატიები ანალოგიურ თემაზე:
*
ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის

12 комментариев:

რამაზ გიგაური комментирует...
Этот комментарий был удален автором.
რამაზ გიგაური комментирует...

კბილები მიკაწკაწებს :)
"მაინც ამოვთხრი", ანუ მაინც წავალ ინდოეთში :)

rumirumi71 комментирует...

Lakshmi Ravi Ramananda მე კიდევ მიხარია, რომ შენი ბლოგი აღმოვაჩინე, ბევრ საინტერესო რამეს ვნახულობ ზედ და წესიერად ბოლომდე ვერც შევისწავლე, თანდათან მივხედავ შენს ნაწერებსაც :)
იმ კომენტარზე, რომელიც წაშალე მაგრად ვიცინე :) დაგეტოვებინა რა იქნებოდა :) იმ ნაწერშიც ერთგვარი "ინდური" სულის გამოვლინება იყო :)
ეზოთერიკას რაც შეეხება ყმაწვილობაში ვიყავი დაკაებული მაგრამ ვერ გავყევი ბოლომდე და ახლა ამ ბლოგის სახით რაღაც "ჩემი გზა" ვიპოვე, თუ ამას ასე შეიძლება დაერქვას. თუ შემოდიოდი ადრე, რატომ არაფერს მიკომენტებდი... :)

Анонимный комментирует...

ras merchit xalxo, aseti suratebis dadeba aba iqneboda??? mec mindaaaaaaaaaaaaaaaaaa

Toma комментирует...

ვაიმე ეს რა ადგილია!!!
არ ვიცი კაცმა რამდენი თვე უნდა აიღო შვებულება რომ მოახერხო ძირითადი რამეების დათვალიერება მაინც!

rumirumi71 комментирует...

ანონიმო, საკუთარ თავსაც ვერჩი.. იმიტომ რომ რეალში ამ ადგილზე არ ვყოფილვარ... ასე რომ მეც შენს ბედს ვიზიარებ. მეც მიკაწკაწებს კბილები მაგრამ სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში არ აქვს ადამიანს იმდენი შემოსავლები, რომ ის აკეთოს რაც უნდა :):):)

Katten försvann ჩემი ნება რომ იყოს, ალბათ 1–2 წელი ავიღებდი შვებულებას, რომელიც შესაძლოა სამუდამო შვებულებაში თავისუფლად გადაზრდილიყო, მაგრამ ადამიანებს ზოგჯერ საკუთარი თავის გარდა სხვა პასუხისმგებლობებიც გვაქვს და მარტო საკუთარ სულიერებაზე ზრუნვით სხვა ადამიანებს, ჩვენს ახლობლებს ვერ მივატოვებთ :) თუმცა 1–2 წლიანი შვებულება ცუდი აზრი არ არის :):):):)

Анонимный комментирует...

ise am temaze rodis gaagrZeleb publikaciebs? saintereso iqneba
natia

rumirumi71 комментирует...

ნათია აუცილებლად გავაგრძელებ, უბრალოდ სამსახურში დაკავებული ვარ და ყოველთვის ვერ ვიცლი :)

maki комментирует...

magaria indoeti mec minda ik

maki комментирует...

mec minda indoetshi, daan magari kvekanna

maki комментирует...

dalian mikvars bolivudis filmebi mara tu shegidliat tolivudis msaxiob prabhasze momidiot biograpia gtxovt. eg msaxiobi jemi susti trtilia

rumirumi71 комментирует...

მაკი, ბოლივუდზე უკვე დიდი ხანია აღარ ვწერ. ახლა რამდენიმე ცალკე საიტი და ბლოგია ქართულ ენაზე, რომლებიც ამ თემაზე წერენ და იქ ნახავთ ალბათ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას, თუ აქვთ. ისე ჩაწერეთ google–ში თქვენი საყვარელი მსახიობის სახელი და უამრავ ინფორმაციას მოგიძებნით :) ქართული საიტების და ბლოგების ნახვა, რომლებიც კინოზე და ბოლივუდზე წერენ შეგიძლიათ ბლოგების სიაში აქვე მარცხენა მხარეს.