გელით facebook–ზე

06.04.2009

ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ

კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა ინდური პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“ და კვირას დასრულდა. საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო აბსოლუტურად დაცარიელებული დახლები და პავილიონში გადაჭედილი მოსახლეობა, რომელიც დარჩენილ საქონელში კიდევ ცდილობდა რაღაცის არჩევას, რაც თითქმის ინდურ ფასებში. იყიდებოდა. სრულად გაიყიდა ხის ნაწარმი, ავეჯი, მაგიდები, სავარძლები, ასევე სკივრები, კომოდები და საკმაუელბის შესანახი ყუთები. ნასახი აღარ იყო დარჩენილი არც საწოლის ლამაზი გადასაფარებლებისა, რაც თითო–ოროლა აქა–იქ შემორჩენილ გადასაფარებლებზე 5–10 კაცი იდგა რიგში და კონკურენტებს მუჯლუგუნებით იშორებდა. პავილიონში ისეთი ჭყლეტა იყო, თუ ფიზიკურად ძლიერი არ იქნებოდი, ვერ გაივლიდი.

მოკლედ, მე სასტიკად კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ბევრი იმაშიც მადანაშაულებდა (ხუმრობით, რა თქმა უნდა, და პირველ რიგში ჩემი თანამშრომლები), რომ მე ინდოელ მოვაჭრეებს წილში ვუზივარ და „რეკლამასაც“ ამიტომ ვუკეთებდი ამ გამოფენას. თბილისში (თუ არა მთელ საქართველოში) მემგონი ოჯახი არ დარჩენილა, რომელშიც ამ გამოფენიდან ერთი ნივთი მაინც არ შესულიყო. ვინც თვითონ ამ გამოფენაზე ვერ შეძლო რაიმე ინდურის ყიდვა, არაა გამორიცხული რომ გამოფენის ამჯერად ჩვენს ბაზრობებზე შეძლოს ამის გაკეთება, რადგან ამდენი საქონელი ერთი კვირის განმავლობაში გაქრა საგამოფენო პავილიონიდან. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა, და არაფერი დარჩებოდა, რადგან წასვლის წინ ინდოელები შეეცდებოდნენ მთელი საქონელი გაესაღებინათ, თუნდაც იგივე ინდურ ფასებში, აბა საქონლის უკან წაღებას რა აზრი ექნებოდა.

მორჩა გამოფენა და წავიდნენ ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“. იმედია არ გაგიკვირდებათ, რომ ხალხს, რომლის მიმართ გარკვეული სიმპათია მაქვს ჯანდაბაში რომ ვაგზავნი. საქმე იმაშია, რომ გამოფენაზე ჩამოსული ინდოელი მეწარმეების უმრავლესობა ნიუ დელიდან იყვნენ, ხოლო სადაც ნიუ დელია, იქვეა ოლდ დელიც, ანუ ჯაჰანაბადი, როგორც მას ადრე ერქვა, როცა ეს ადგილი – ნადირ–შაჰის მიერ იავარქმნილი ბაღნარი მასთან ერთად ამ მხარეში ჩასულმა ერეკლე მეორემ მოინახულა. ამიტომაც გავუშვი ჩემი ინდოელები ჯაჰანაბადში, ანუ ჯანდაბაში, როგორც ეს ტერმინი ჩვენს ქართულ ენაში დამკვიდრდა.

ჩემი აზრით, ნიუ დელიდან ჩამოსულ მეწარმეებს კლიენტურის ასეთი სიმრავლე ჯერ არსად უნდა ენახათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ საკუთარი მაღაზიების გახსნას არ დაიწყებენ მთელ საქართველოში, მეორე გამოფენას საქონლის განახლებული ასორტიმენტით უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. პირადად მე ძალიან გული დამწყდა, რომ ჩაი მხოლოდ ერთი სახის იყო და ისიც ერთ დახლზე, ფეხსაცმელი არც ქალის და არც კაცის საერთოდ არ ყოფილა, მამაკაცის ტანსაცმელზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. იმედია ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და შემდგომ გამოფენაზე უფრო მეტი დასახელების საქონელს ჩამოიტანენ.

პირადად მე 4–ჯერ ვიყავი გამოფენაზე და თუკი რამე შევიძინე, ძალიან მიხარია და მომწონს ჩემი შენაძენი. ბევრ მეგობარს შევაჭრებაშიც დავეხმარე და ავეჯი და სხვა ნივთები საკმაოდ იაფად ვაყიდვინე. არც ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს დასახელებულ ფასზე არცერთი გამყიდველი უარს არ მეუბნებოდა, ეტყობა გრძნობდნენ, რომ მე „მათიანი“ ვიყავი :)

3 комментария:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

vaimeh me bolos ciona dges viyiavi da tu ar mismresndne ar megona :D

tumca zalian lamazi 3 tavsafari viyide da surnelovani joxebi (es rac nakadis msvlelobisas xelit mopotioneba shevzeli da uceb viyide :D
samkaulebtan vigaca qalma gamomlanzga da kidev ravic mara kai iyo zalian kmayofili var tumca ai mamakacis ragaceebze mec guli damcyda zalian :(
ramden sachuqars viyidddi

rumirumi71 комментирует...

ხო, ჩორვენ, გამოფენა ინდური იყო, და აი ჭყლეტა, გინება და წყევლა ნამდვილი ქართული :):):) მე ამაზეც ვიხალისე :)

Анонимный комментирует...

zalian visiamovnee mec gamofenis datvalierebit 3jer viyavi da exla guli mcydeba ratom meotxedac ar cavedi :D :D vimedovneb rom indoelebi male dagvibrundebian:)teo