გელით facebook–ზე

30.06.2009

სულემან მირზას გაცოცხლებული მაიკლ ჯექსონი

ამ დღეებში მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა განიცადა დანაკლისი მაიკლ ჯექსონის დაღუპვის გამო. ბევრმა ბლოგერმა თავისი მწუხარება გამოთქვა და პოპ–მუსიკის მეფეს პოსტები მიუძღვნეს. მეც მინდოდა ამისი გაკეთება, მაგრამ არ ვიცოდი რა მომეფიქრებინა ისეთი, რომ ბლოგის თემაც ასახულიყო ჩემს პოსტში, რომელიც მაიკლს მიეძღვნებოდა. სრულიად შემთხვევით, ერთმა ჩემმა მეგობარმა შემახსენა ის ვოდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ და მგონი კარგად ჩაჯდა ბლოგის სტილშიც, და გულიც არ დამწყდება, რომ ბავშვობის კუმირის მაიკლ ჯექსონის ხსოვნისთვის არაფერი მიმიძღვნია თქო. ჯექსონს არც თავყვანისმცემლები და არც მიმბაძველები არასდროს აკლდა, და ახლა შესაძლოა მეტიც გამოჩნდნენ, მაგრამ ამ ვიდეოში თვალნათლივ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რა მშვენივრად შეიძლება ისეთი ორი განსხვავებული რამის შერწყმა, როგორიც ჯექსონი და ინდოეთია. აქვე შეგახსენებთ, რომ მაიკლის დაიკო ჯენეთ ჯექსონიც უხვად იყენებდა თავის მუსიკასა და კლიპებში აღმოსავლეთისა და იგივე ინდოეთის თემას.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე პოპულარული სატელევიზო გადაცემიდან, რომელიც ტალანტების მოძიებას ეძღვნება. კლიპში კონკურსანტი სულემან მირზა ბრიტანულ „Britain's Got Talent“ პროგრამაში მონაწილეობდა და მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილი წილად არ ერგო, მაყურებელთა დიდი მოწონება მაინც დაიმსახურა.

კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა

ვაგრძელებთ ვირტუალურ მოგზაურობას ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში და ადგილებში. ამჯერად ჩვენ ბენგალიის შტატში გავემგზავრებით და მოვინახულებთ ქალაქ კოლკატას, რომელიც ინდოეთის მრავალსაუკუნოვან ქალაქებთან შედარებით ახალია, მაგრამ საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ქალაქია, თავისი საინტერესო ისტორიით და საინტერესო ადგილებით.

ქალაქო კოლკატა (კალკუტა) დასავლეთ ბენგალიის შტატის დედაქალაქია. 1972 წლიდან 1912 წლამდე კალკუტა იმ დროინდელი ბრიტანული ინდოეთის დედაქალაქი იყო, რის შემდეგაც დედაქალაქი ნიუ–დელიში გადაიტანეს. ოსტ–ინდური კომპანიის თანამშრომელმა ჯობ ჩარნოკმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ ეს ადგილი შეარჩია ბრიტანული სავაჭრო დასახლებისთვის, რადგან ის კარგად იყო დაცული გარემო პირობების გამო. იმ დროს აქ მხოლოდ და მხოლოდ 3 სოფელი იყო – სუტანუტი, გობინდაპური და კალიკატა, ხოლო შტატის დედაქალაქი მაშინ მურშიდაბადი იყო, რომელიც მომავალი კოლკატადან 100 კმ–ის დაშორებით მდებარეობდა.

სიტყვა „კალკუტას“ (კალიკატა) წარმოშობის რამდენიმე ვერსიიდან ძირითადად ითვლება ქალაქის სახელწოდების ბენგალური ენიდან წარმოშობა, რაც ამ ენაზე „ქალღმერთ კალის მიწას“ ნიშნავს. 1952 წელს კალკუტაში დედა ტერეზამ დააარსა თავისი საქველმოქმედო მისია „ნიმრალ ხრიდაია“ (წმინდა გული). 2001 წლის 1 იანვარს კალკუტას სახელი გადაარქვეს და კოლკატა უწოდეს. ქალაქის არქიტექტურაში კი უხვად იგრძნობა ბრიტანული კოლონიალისტური არქიტექტურის გავლენა, რომელიც მშვენივრად შეერწყა ადგილობრივ კოლორიტს და ერთი მთლიანი და განუმეორებელი ქალაქი – კოლკატა შექმნა.

სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით ამ ქალაქში არ ვყოფილვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად მომიწევს მისი მონახულება, ისევე როგორც სხვა ბევრი ადგილებისა ინდოეთში, რომლებიც მაგნიტივით მიზიდავენ და მოსავენებას არ მაძლევენ :)

სურათების დიდ ფორმატში სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათს ან მაუსის შუა ღილაკით გახსენით გვერდით ახალ ფანჯარაში:


სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
*
ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში

29.06.2009

ბაჩანების ოჯახის ქრონიკები

ბევრს აინტერესებს, თუ რატომაა აიშვარია რაი ამ ბოლო დროს ასე დატვირთული, იმ დროსაც კი, როდესაც ცდილობს თავისი დროის განაწილებას თავისი მეუღლისა და საკუთარი მშობლებისთვისაც კი. ფაქტიურად კი, აიშვარია ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმეები, რომ 2010 წლისთვის საოჯახო საქმეებისთვოს მოიცალოს, მათ შორის დედობისთვისაც!


წყვილთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა: „ორივეს მოწყინდა ნათესავების, ახლობლებისა და უცნობების კითხვები იმის თაობაზე, თუ როდის შემოფრინდება მათ ოჯახში წერო. გარკვეულწილად ისინი თავს ზეწოლის ქვეშაც გრძნობენ, დაახლოებით ისე, რომ შვილის გაჩენა რომ სახელმწიფო საქმე იყოს. მაშინაც კი, როდესაც ისინი აეროპორტებში იმყოფებიან მომდევნო რეისის მოლოდინში, ზედმეტად ყურადღებიანი საზოგადოება მათ კუდში დასდევს სახეზე გამოხატული მომაბეზრებელი კითხვით. ჯერ კიდევ მანამ, სანამ თაყვანისმცემლები პირს გააღებენ, აბჰიშეკმა ზუსტად იცის, რას შეეკითხებიან, და ეს მას ცოტა არ იყოს, აღიზიანებს. აიშვარია კი ასეთ გადამეტებულ ყურადღებასა და ცნობისმოყვარეობას უფრო მეტად თავაზიანად პასუხობს“.

საბედნიეროდ აიშვარიასა და აბჰიშეკზე საერთოდ არანაირ ზეწოლას არ ახდენენ მათი მშობლები. არც ბაჩანების და არც რაის ოჯახები მათ ოჯახის მატების შესახებ შეკითხვებით თავს არ აბეზრებენ.

მაგრამ აიშვარიას უკვე გეგმა აქვს დასახული.

როგორც ეტყობა, იგი დედა მომავალ წელს გახდება, როცა დაასრულებს თავის სამუშაოს ხუთ რეჟისორთან. გარდა ამისა, რიგში სხვა უამრავი რეჟისორიც დგას, რომლებიც მოთმინებით ელიან, როდის დადგება მათი რიგი და როდის მოაწერს აიშვარია ხელს მათთან კონტრაქტს.

როგორც ბაჩანების ოჯახთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, „ეს რა თქმა უნდა აიშვარიას კარიერაში ყველაზე გამოცოცხლებული ეტაპია. თავისი საოჯახო ცხოვრებისადმი ასეთი დათმობების კორიანტელი არცერთ სხვა მსახიობ ქალს არ ახსოვს. საბედნიეროდ, აბჰიშეკი სრულად უჭერს მხარს თავისი მშვენიერი მეუღლის კარიერას. აიშვარიას სურს, რაც შეიძლება მთლიანად ამოწუროს თავისი ვალდებულებები, ვიდრე დედა გახდება. როგორც კი თავის თავზე დედის როლს აიღებს, მას სხვა რამეებზე გადართვის სურვილი შეიძლება აღარც ჰქონდეს. ამაში თვითონ აიშვარიაა დარწმუნებული“.



სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
ფილმმა „ჯოდჰა და აქბარი“ 5 ბოლივუდური „ოსკარი“ მიიღო
*
ბოლივუდის ვარსკვლავები კანის ფესტივალზე
*
აიშვარიას სულ აბჰიშეკთან ერთად ყოფნა სურს
* ბაჩანების ოჯახი თბილისში
*
აიშვარია რაის ბარბის თოჯინა
*
ამიტაბჰი რექჰასთან შეხვედრას თავს არიდებს
*
აიშვარია რაის ვარდისფერი სამყარო
*
ამიტაბჰ ბაჩანს დავოსის ფორუმის პრემია გადაეცა
*
ბოლივუდის მეფე პოპულარულ ადამიანთა სიაში
*
აიშვარია მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალების სიაში შევიდა
*
აიშვარია პარლამენტში?
*
ნიკოლ კიდმანი აიშვარიას ფანატია
*
კატრინამ აიშვარიას გაუსწრო
*
ბოლივუდის ვარსკვლავების წარსული და ამჟამინდელი რომანები

რანი მუქერჯი სარდარის როლში ფილმისთვის Dil Bole Hadippa

ბევრი ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი მამაკაცის, მათ შორის აქშაი კუმარის, საიფ ალი ხანის და სხვების შერჩევის შემდეგ სინგჰების როლზე დადგა დრო, რომ Pagdi ბოლივუდელ ლამაზმან გოგონებსაც მოერგოთ. რანი მუქერჯით დაწყებული ლამაზმანები ანურატ სინგჰის პენჯაბურ ტანისამოსში გამოწყობილი თავს გვაწონებენ ფილმში Dil Bole Hadippa.

რომანტიკულ კომედიაში, სადაც მოქმედება ხდება პენჯაბში (ჩრდილო–დასავლეთი, ბრიტანული იმპერიის ნაწილი, ადრე სიქჰების სახელმწიფოს ერთერთი ძირითადი ნაწილი იყო), მონაწილეობენ ვარსკვლავები შაჰიდ კაპური, რანი მუქერჯი, ანურამ ქჰერი და სხვები. რანი გოგონას როლს ასრულებს, რომელსაც მოუწევს მამაკაცად გადაქცევა თავისი ოცნების აღსრულებისთვის. მისი სარდარი მაიკ სტრინგერმა შექმნა, რომელიც ასევე ავტორია ზღაპრული გრიმისა ფილმში Dhoom 2. კოსტუმების ავტორი კი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი მანიშ მალჰოტრაა. შეხედეთ რანის სარდარის როლში, რომელიც მან ფილმში განასახიერა და არ დაიშუროთ კომენტარები :)


ესეც ფილმის პრომო–კლიპი. კლიპის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად ლამაზი სანახაობა გელით :)

27.06.2009

ინდური კასტები – ვარნებიდან კასტებამდე

ერთმა ადამიანმა მკითხა, რა ვიცოდი ინდური კასტების შესახებ და ამ შეკითხვამ მიბიძგა, რომ დამეწერა ამ ქვეყანაში არსებული კასტობრივი სისტემის შესახებ. თემა მეტისმეტად დიდი და რთულია და გასაგებია, რომ მოკლედ ამ ყველაფერს ამომწურავად ვერ აღწერ, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა მაინც ჰქონდეს რაზეა საუბარი, ალბათ ეს სტატია დაეხმარება ამაში. გარდა ამისა, ერთია, როცა კითხულობ, და სულ სხვაა, როდესაც ამ სისტემას საკუთარი თვალით იხილავ, როდესაც თვითონ მოგიწევს „შეჯახება“ იმასთან, რასაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა ჰქვია. ინდოეთში ჩასული ადამიანისთვის ეს ერთერთი პირველი მიზეზთაგანია „კულტურული შოკისა“, თუმცა როცა ამ ქვეყანაში გარკვეულ პერიოდს დაჰყოფ, ნელნელა ეჩვევი ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში და გგონია, რომ სხვანაირად ვერც იქნება. თუმცა ეს თვითონ დრომაც დაამტკიცა ათასწლეულების გასვლის შემდეგ, რომ სისტემა მყარია და ჯერჯერობით მის მდგრადობას რაიმე მნიშვნელოვანი რყევები არ ემუქრება. თუმცა, რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ვარნები – კასტების წინამორბედები

ინდური საზოგადოება ტრადიციულად კასტების სისტემაზე იყო აგებული, თუმცა ინდოეთის მიმართ ტერმინი „კასტა“ არაკორექტულია, რადგან ის ლათინური სიტყვიდან წარმოდგება.

ინდოეთში 4 ვარნა (varna) არსებობს, რომლებიც თავის მხრივ ჯატებად იყოფა (jati - პროფესიული ჯგუფები), და სწორედ ამ ინდურ ჯატებს უწოდებენ კასტებს.

ვარნების სისტემა ჯერ კიდევ უძველეს ინდოეთში ჩამოყალიბდა. თვითონ ეს სიტყვა სანსკრიტზე ფერს, გარეგნულ იერსახეს ან თვისებებს აღნიშნავს. ოთხი ვარნა – „ჩატურხვარნა“ პირველად რიგვედაში მოიხსენიება, რომელშიც აღნიშნულია:

„როდესაც პურუშა (ღვთაებრივი ადამიანი) დაანაწევრეს... მისი პირი ბრაჰმანი (სასულიერო პირები) გახდა, მისი ხელები რაჯანიებად (ქშატრიებად – მეომრები) იქცნენ, მისი თეძოები – ვაიშიებად (ვაჭრები, მესაქონლეები და მიწათმოქმედები), ხოლო მისი ფეხებიდან შუდრა (მოსამსახურეები და შავი მუშები) დაიბადა“.

უძველესი ინდოეთის ვარნების სისტემა ამით შემოიფარგლებოდა. ყველა დანარჩენი, ვინც ვერ შევიდა ვარნების (კასტურ) სისტემაში – უცხოელები, ისინი, ვინც ვედურ ფასეულობებს არ სცნობდა, ცოდვებისთვის თავიანთი ვარნებიდან გაძევებულნი – კასტის გარეშე ადამიანებად – მლეჩხებად ითვლებოდნენ.

თავდაპირველად ვარნებად ადამიანების დაყოფა ადამიანის თანდაყოლილი განწყობებისა და თვისებების მიხედვით, მისთვის დამახასიათებელი სოციალური მახასიათებლების მიხედვით ხდებოდა. ასე მაგალითად, ითვლებოდა, რომ ბრაჰმანების ვარნის ადამიანების შვილები სამყაროს შეცნობისკენ არიან განწყობილნი, მათ ახასიათებთ სხვების სწავლების შესაძლებლობები, გონებრივი განსჯა და ჭვრეტა, ამიტომ მათთვის ყველაზე შესაფერისი პროფესიებია ქურუმების ფუნქციების შესრულება, დამწერლობის სწავლება, დაავადებების განკურნება და წმინდა ტექსტების დეკლარირება.

ქშატრიების ვარნის ადამიანების შვილებს რაჯასის მაღალი ხარისხი გააჩნიათ, ისინი ბუნებით მებრძოლნი და ძალიან ენერგიულნი არიან, ვაიშიებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მშვიდობიანი და გულდასმითი საქმიანობისკენ არიან განწყობილნი, ხოლო შუდრებს არანაირი განსაკუთრებული ნიჭი და გონებრივი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, და ისინი იბადენიან იმისთვის, რომ პირველი სამი კასტის ადამიანებს ემსახურონ და შეასრულონ წესი – იმუშაონ არა ფულისთვის, არამედ პატიოსნებისთვის.

პირველ სამ ვარნას „დვიჯდები“ ეწოდებოდა – ანუ ორჯერშობილნი, რადგან მათ უფლება ჰქონდათ მეორე – „სულიერი“ დაბადებისთვის ინიციაციის პერიოდში და უპაიანას უფლება – წმინდა ბაწრის შებმის. მეორედ დაბადების შემდეგ ბიჭს უფლება ჰქონდა მოესმინა და წაეკითხა ვედები, რისი უფლებას შუდრებს არ გააჩნდათ.

კასტების ძირითადი მახასიათებლები

კასტების ძირითად მახასიათებლებად ითვლება ენდოგამია (ქორწინება მხოლოდ კასტის წარმომადგენლებს შორის); მემკვიდრეობითობა (თანდაყოლილი კუთვნილება კასტისადმი და სხვა კასტაში გადასვლის პრაქტიკული შეუძლებლობა); სხვა კასტის წარმომადგენლებთან ერთად საკვების მიღების და მათთან ფიზიკური კონტაქტის აკრძალვა; მთელი საზოგადოების იერარქიულ წყობაში თითოეული კასტისთვის თავისი კუთვნილი ადგილის აღიარება, პროფესიების ათვისების შეზღუდვა, შიდა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში კასტების ავტონომიურობა.

კასტების მდგრადობა

ინდოეთის მთელი ისტორიის მანძილზე კასტურმა სისტემამ ცვლილებების მიმართ საოცარი მდგრადობა გამოავლინა. ბუდიზმის აყვავებამაც და იმპერატორ აშოკას მიერ (269–232 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამაც კი ვერ შეცვალეს ეს მემკვიდრეობითი ჯგუფები. ინუდიზმისგან განსხვავებით ბუდიზმი, როგორც დოქტრინა, არ ამკვიდრებს კასტურ დაყოფას, მაგრამ ამავე დროს კასტური განსხვავებების სრულ ამოძირკვაზეც არ ზრუნავს.

ბუდიზმის დაცემისა და ინდუიზმის აყვავების პერიოდში, ოთხი ვარნის მარტივი სისტემისგან ურთულესი, მრავალფენოვანი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელმაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თანმიმდევრობის და ურთიერთობის მკაცრი წესი შექმნა. ამ პროცესის განმავლობაში თითოეულმა ვარნამ მრავალი დამოუკიდებელი ენდოგამური კასტის ჩარჩოები შექმნა (ჯატი). ვერც მუსულმანთა შემოსევამ, რაც მოგოლთა იმპერიის ჩამოყალიბებით დასრულდა, და ვერც ბრიტანულმა ბატონობამ საზოგადოების კასტური ორგანიზების ფუნდამენტური საფუძვლები ოდნავადაც ვერ შეარყია.


კასტები თანამედროვე ინდოეთში

დღესდღეობით ინდოეთის კონსტიტუცია არ ჰყოფს ადამიანებს კასტების მიხედვით, გარდა ამისა, მაჰათმა განდიმ დიდი ძალიხმევა გაიღო, რომ კასტის გარეშე დარჩენილი ინდოელების (ინდუსების – რადგან სიქჰებს და ჯაინებს დაყოფის საკუთარი სისმეტები აქვთ) და კასტური სისტემის ყველაზე დაბალ საფეხურზე არსებული ადამიანების – „მიუკარებლების“, ანუ შუდრების აღიარებისთვის და მათ „ჰარიჯანები“ ანუ ღვთის შვილები უწოდეს. ოფიციალურად, კასტების მიხედვით ადამიანების დისკრიმინაცია ინდოეთში აკრძალულია. რეალობაში კი კასტური სისტემაც არსებობს და დისკრიმინაციაც. კასტური სისტემის შესუსტების მცდელობებმა ერთადერთი რასაც მიაღწია, არის ის, რომ მოსახლეობის აღწერის გრაფიდან, რომელიც ათ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამოიღეს კასტისადმი კუთვნილების გრაფა. სულ ბოლოს, ასეთი აღწერის ჩატარების შედეგად 1931 წელს დადგენილი იყო 3000–მდე კასტა. მაგრამ ეს რაოდენობა არანაირად არ შეიცავს ადგილობრივ კასტებს და ქვეკასტებს, რომლებიც დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფების სახით ფუნქციონირებენ.


გავრცელებულია აზრი, რომ თანამედროვე ინდოეთში კასტებმა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგეს, მაგრამ მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ის პოზიცია, რომელიც ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა და მთავრობამ დაიკავეს მაჰათმა განდის გარდაცვალების შემდეგ, მთელი რიგი წინააღმდეგობებით გამოირჩევა. გარდა ამისა, საარჩევნო უფლებამ და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ელექტორატის მხრიდან მხარდაჭერის მიღების მოთხოვნილებამ ახალი მნიშვნელობა შესძინეს კასტების შიდა მდგრადობას.





სხვა სტატიები ანალოგიურ თემებზე:
*
სიქჰიზმი
* ინდუიზმი
* ოშო რაჯანიში წიგნიდან „ინდოეთი – ჩემი სიყვარული“

25.06.2009

პრიანკა და შაჰიდი ბოლივუდის ყველაზე ცხელი წყვილი

პრიანკა ჩოპრამ და შაჰიდ კაპურმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ინტერნეტ–გამოკითხვის შედეგად რომელიც ბოლივუდის ყველაზე „ცხელ“ სამსახიობო წყვილს ეძღვნებოდა. და ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი პირველი ერთობლივი ფილმი "Kaminey" ბოლომდე დასრულებული არც არის.



ამ წყვილმა ხმების 31% მიიღო მაშინ, როცა სალმან ხანმა და კატრინა კაიფმა ხმების 24% მიიღეს, ხოლო ყველაზე დაბალი პროცენტი (16%) წილად ერგო საიფ ალი ხანისა და კარინა კაპურის წყვილს.


ჯერჯერობით არ ვიცით, რით გაგვახარებს ეკრანზე შაჰიდის და პრიანკას წყვილი, მაგრამ ამ ორმა, როგორც ეტყობა მათ შორის არსებული უთანხმოებები მოაგვარეს და კვლავინდებურად ერთად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გავრცელდა ცნობები მათი დაშორების შესახებ. ისინი ერთად შენიშნეს მუმბაის ერთერთ რესტორანში რამდენიმე დღის წინ. პრიანკა ასევე თან ახლდა შაჰიდს, როცა ის სავარჯიშოდ იყო სპორტდარბაზში წასული.