28 წლის მსახიობს შაჰიდ კაპურს რაჯივ განდის სახელობის პრემია მიანიჭეს. მანამდე ეს პრესტიჟული პრემიები მიუღიათ ამიტაბჰ ბაჩანს, შაჰრუქ ანს და აიშვარია რაის. წელს შაჰიდის მონაწილეობით სამი ახალი ფილმი გამოდის: Kaminey (რეჟისორი ვიშალ ბჰავარჯი), Dil Bole Hadippa! (რეჟისორი ანურატ სინგჰი) და ამ ფილმში შაჰიდის პარტნიორი რანი მუქერჯი იქნება, რომელსაც მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მუსიკოსის როლის შესრულება მოუწია, და მესამე ფილმია რეჟისორი კენ გჰოშის Yahoo.პრეზიდენტი მთავარ როლში
ინდოეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დოქტორმა აბდულ ქალამმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „მე ქამალი ვარ/ Main Kalam Hoon“ (რეჟისორი მადჰავ პანდეია). ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. სურათი სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზეც იქნება ნაჩვენები. დოქტორი აბდულ ქალამი საკუთარ თავს თამაშობს. სურათის მიხედვით, რაჯასტანის ჯურღმულებში პრეზიდენტი პატარა ბიჭს შეხვდა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს. ფილმში ასევე მონაწილეობს ფრანგი მსახიობი სოფი ბრუსტალი, რომლის გმირიც ინდოეთში ბედნიერების საძიებლად ჩავიდა და რომელსაც ინდოელი მამაკაცი შეუყვარდება, რომელსაც გულშან გროვერი ასრულებს.აიშვარიას მაკიაჟი
მშვიდი და აუღელვებელი აიშვარია რაი–ბაჩანი სულაც არ დუმს, როდესაც სიტუაცია ისე განვითარდება, როგორც მას არ მოესურვება. სულ ახლახანს აიშვარიამ თავისი ნატურის აგრესიული მხარეც გამოავლინა, როდესაც უარი განაცხადა სონამ კაპურთან ერთად კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გავლაზე. ამჯერად კი სკანდალი მოხდა რეჟისორ ვიპულ შაჰის ფილმის Action Replay გადაღებაზე, სადაც აიშვარიამ უარი თქვა უცხოელ ვიზაჟისტებთან მუშაობაზე, რომლებიც სპეციალურად ფილმისთვის დაიქირავეს, და მოითხოვა, რომ მისთვის მაკიაჟი მის პირად ვიზაჟისტს ოჯას რაჯანის გაეკეთებინა.ვიპულ შაჰმა მაკიაჟის სფეროში საუკეთესო პროფესიონალები დაიქირავა მსახიობებთან სამუშაოდ. მსახიობები უბრალოდ უნდა მისულიყვნენ ვიზაჟისტებთან საგრიმიოროში მაკიაჟის დასადებად. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ჰოლივუდში. ყველა სხვა მსახიობმა ეს შეასრულა, მაგრამ აიშვარიამ თხოვნის იგნორირება მოახდინა, მისი ვარსკვლავის საერთაშორისო სტატუსის გათვალისწინებით. რეჟისორი შეშინდა, რომ აიშვარიას გამოხტომებმა შესაძლოა ფილმის გადაღებები შეაფერხოს.
აიშვარიას მხრიდან ასეთი დემარშები პირველი არ არის. ადრე მას მსგავსი პრობლემა შეექმნა ფილმის „პატარძალი და ცრურწმენები“ გადაღებებზე, სადაც მას ოსტატების საკუთარი შტატი ჰყავდა აყვანილი. მაგრამ რეჟისორი ვიპულ შაჰი უარყოფს ყველა ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ეს სრული ნაბოდვარია. „არ ვიცი, რატომ ცდილობენ აიშვარიას წარმოჩენას ცუდი სახით. ის ნამდვილი პროფესიონალია და არასდროს გააკეთებდა რამე ისეთს, რაც ფილმის გადაღებებს საფრთხეს შეუქმნიდა“. ამის შესახებ წერს mumbaimirror.com.





ტაძრის შესასვლელში დეიდები ყვავილების თაიგულებს ყიდიან, თუ რა ჰქვია ამას?... გულსაკიდი ყვავილები? ტაძარში ყვავილების გარეშე შესვლა ტეხავს. ამიტომაც ადგილობრივები ტაძრის შესასვლელში დიდი ოდენობით ყვავილებს ყიდულობენ. ამ სურათზე პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ადამიანი სურათის უკანა პლანზე, რომელსაც ლოცვაში ხელები აქვს მაღლა აღმართული.
ლუპა მივმართეთ დეიდაზე მისი შესანიშნავი ყვავილებით, მსხვილი პლანით ვიღებთ მის დაქალს, ფეხზე ვიხდით და შევდივართ ტაძარში.
ინდუისტურ ტაძარში რამდენიმე მცირე ეზოა ერთი დიდი ეზოს შიგნით. შიდა ეზოში კამერებით არ გვიშვებენ და სურათებს მხოლოდ გარე ეზოში ვიღებთ. აქაც ბევრი რამეა გადასაღები.
რაც მკლავს ინდუიზმში, არის ის, რომ ისინი თაყვანს სცემენ ძროხებს. ჩვენში ფიცარზე დახატულ ბიძას ეთაყვანებიან, რომელიც თითქოსდა ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა და თავისი სიკვდილით ჩვენი სულები გადაარჩინა, მერე აღსდგა და ასე შემდეგ. აქ ყველაფერი გასაგებია. კარგად რომ დაუფიქრდე, ესეც საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ისეთ ადგილებში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ფიცარზე დახატულ ბიძას სცემენ თაყვანს. (ციტატები მოგზაურისაა – სოსო). ხოლო ვინც ამას არ აკეთებს, ის ჩლუნგია და ანტიქრისტე. ამიტომ, ის, რომ გამოშტერებულ მცოხნარე ცხოველს ეთაყვანებიან – მაპატიონ ინდუისტებმა – ჩემამდე ვერ დადის. ეს რომ გამეგო როგორმე, დიდი ხნის მანძილზე ვუღებდი სურათებს ადამიანებს, რომლებიც ძროხის ქანდაკებებთან ლოცულობდნენ. მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე.
მერე ვილოცოთ. კადრის ცენტრში, ძროხის უკან ჩანს მამაკაცი, რომელიც იატაკზე განერთხო. როგორც აღმოჩნდა, ინდურ ტაძრებში ასეთი სურათი იშვიათობა არ არის.
წინა პლანზე სპილუკას ვხედავთ, რომელიც ტაძრისთვის ფულს შოულობს. ეს კი ასე ხდება. ტაძარში მისული მლოცველები სპილუკას ფულს აძლევენ, სპილუკა კი ფულს ხორთუმით ართმევს და მიმცემს თავისებურად ლოცავს, ეხება რა მის თავს თავისი ხორთუმით. ფულს კი მერე იმ კაცს აძლევს, უკანა პლანზე რომ ჩანს. ინდოელებში სარწმუნოების სიძლიერიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში სპლიკა კარგ ფულს უნდა აკეთებდეს.
ამ დროს კი აღმოსავლეთ გოპურამის სარკმელში მზე გამოჩნდა და სასწაულებრივი სურათი დაგვიხატა.
ორი იაპონელი ტურისტი მოჯადოებულივით უღებს სურათებს ამომავალ მზეს.
აღმოსავლეთ გოპურამის კარიბჭესთან ამომავალი მზის სხივები დიდებულ, ჯადოსნურ და ზღაპრულ სურათს ქმნიან. სურვილი გიჩნდება, გაშეშდე და დატკბე ამ მოვლენით.
ესეც მოგზაურობის პირველი ნაწილის დასასრული.





